“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, აგერ არის მელია”-თაკო ჩარკვიანი
მელიამ წარსულს ვტოვებ წარსულშიო და მოჰკიდა ხელი ყოფილ მთავარ პროკურორს, პოლიციის აკადემიის ყოფილ უფროსს თავად აღსრულების ბიუროს ყოფილმა უფროსმა მელიამ და ასე წავიდა “მომავალში”,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
“წარსულს ვტოვებ წარსულში და მომავალში მივდივარო განაცხადა მელიამ. ჰოდა ,მოჰკიდა ხელი ყოფილ მთავარ პროკურორს ( 2009-2012 წლებში, აი ზუსტად იმ ავადსახსენებელი ციხის კადრების დროს მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას) ყოფილ პოლიციის აკადემიის უფროსს დეკანოიძეს, თავად ყოფილმა აღსრულების ბიუროს უფროსმა მელიამ და ასე წავიდა “მომავალში” 🤓😂…… პრეტენზია არავისთან მაქვსო, მხოლოდ მასთან მაქვს პრეტენზია ვინც 7 წელი სასჯელი მოიხადა და სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცაო ანუ მერაბიშვილთანო😂….. ჰო კიდევ სააკაშვილთანო ( ჩანაწერში რომ ლანძღავს მელია იმ ჩანაწერს ვგულისხმობ). მოკლედ არავისთან აქვს პრეტენზია ამ მელიას ,არც გახარიასთან ( თვალებისდამთხრელთან)არც ბოკერიასთან……. საოცარია და პარადოქსალური უტიფრობა.
პ.ს.ასეა ილია ჭავჭავაძის “სტილში” რომ ვთქვა:
“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია აწმყო თუ არა გწყალობს, აგერ არის მელია “”- წერს ჩარკვიანი.