“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, აგერ არის მელია”-თაკო ჩარკვიანი
მელიამ წარსულს ვტოვებ წარსულშიო და მოჰკიდა ხელი ყოფილ მთავარ პროკურორს, პოლიციის აკადემიის ყოფილ უფროსს თავად აღსრულების ბიუროს ყოფილმა უფროსმა მელიამ და ასე წავიდა “მომავალში”,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
“წარსულს ვტოვებ წარსულში და მომავალში მივდივარო განაცხადა მელიამ. ჰოდა ,მოჰკიდა ხელი ყოფილ მთავარ პროკურორს ( 2009-2012 წლებში, აი ზუსტად იმ ავადსახსენებელი ციხის კადრების დროს მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას) ყოფილ პოლიციის აკადემიის უფროსს დეკანოიძეს, თავად ყოფილმა აღსრულების ბიუროს უფროსმა მელიამ და ასე წავიდა “მომავალში” ????????…… პრეტენზია არავისთან მაქვსო, მხოლოდ მასთან მაქვს პრეტენზია ვინც 7 წელი სასჯელი მოიხადა და სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცაო ანუ მერაბიშვილთანო????….. ჰო კიდევ სააკაშვილთანო ( ჩანაწერში რომ ლანძღავს მელია იმ ჩანაწერს ვგულისხმობ). მოკლედ არავისთან აქვს პრეტენზია ამ მელიას ,არც გახარიასთან ( თვალებისდამთხრელთან)არც ბოკერიასთან……. საოცარია და პარადოქსალური უტიფრობა.
პ.ს.ასეა ილია ჭავჭავაძის “სტილში” რომ ვთქვა:
“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია აწმყო თუ არა გწყალობს, აგერ არის მელია “”- წერს ჩარკვიანი.