სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. „დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. მომჩივნები არიან ირაკლი ფირცხალავა (სპეცოპერაციის დროს […]
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდის გასაჯაროვებისას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების პროპრორციულობის დაცვა, ამასთან, შემოწმებით გამოვლინდა სხვა სამართალდარღვევის ფაქტებიც. მათივე ცნობით, სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურს ადმინისტრაციული სახდელის […]
„გასული წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა – საქართველოს კანონის პროექტი „თავდაცვის კოდექსი“და მასთან დაკავშირებულ 45 სხვა საკანონმდებლო აქტში გამომდინარე ცვლილებების პროექტები. ინიციატივის მიხედვით, სასულიერო პირებიც გაივლიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. ამჟამინდელი მოწესრიგების თანახმად კი, გაწვევის გადავადების უფლება (სხვა საფუძვლებს შორის, ასევე) აქვს პირს, რომელიც არის მღვდელმსახური (კონფესია დაკონკრეტებული არაა)“, – […]
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი ფიზიკური პირის მიმართ დაიწყო. „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კომუნიკაცია დაამყარეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და მომგებიანი ინვესტიციის და მომსახურების […]
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა 86 წლის დედა ნაჯახით მოკლა. მკვლელობის სავარაუდო მოტივავად პენსიის არ მიცემა სახელდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სტრასბურგის სასამართლომ მამასახლისის საქმის ფარგლებში, აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ორი მოსარჩელეს მიმართ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი. კერძოდ, მესამე მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მეხუთე მუხლი პირველი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების […]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის […]
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიმართ დაირღვა სულ მცირე სამი მუხლი“ „2023 წლის 7 მარტს, გვიან ღამით, ზურაბ ჯაფარიძე (პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დამფუძნებელი) საქართველოს პარლამენტთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის ჩიტაძის ქუჩის მხრიდან გამაგრებულ სპეციალური დანიშნულების რაზმის კორდონთან პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს ელაპარაკებოდა. ჯაფარიძე მოულოდნელად წააქცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბაზის […]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები 8 მარტს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი […]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით […]