ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც აშშ-ის დროშის დაწვა ერთწლიანი პატიმრობით დაისჯება. დოკუმენტი შტატების გენერალურ პროკურორს ავალებს, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს იმ პირების მიმართ, რომლებიც დაწვავენ ან რაიმე ფორმით შეურაცხყოფენ აშშ-ის დროშას. “დროშებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წვავენ. აშშ-ის დროშებს მთელ მსოფლიოში წვავენ და ძალიან საბრალო სასამართლომ, ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ, ამას სიტყვის […]
ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დიქტატორი არ არის. „ჩვენ 1000-ზე მეტი ადამიანი დავაკავეთ. ჩვენ ასობით იარაღი ჩამოვართვით პატარა ბავშვებს, რომლებიც იარაღს კანფეტებივით ისროდნენ. ჩვენ დავაკავეთ ათობით არალეგალი მიგრანტი. ჩვენ ხალხს ჩამოვართვით ათობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. ნული მკვლელობა, მკვლელობა არ ყოფილა. ბოლო კვირის განმავლობაში მკვლელობა არ ყოფილა. ბევრი ამბობს ჩემზე, რომ დიქტატორი […]
ლელო – ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” 4 ოქტომბრის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ დაასახელეს. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ისინი თბილისის თითოეულ უბანში შეძლებენ, დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. “ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისში მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, პრობლემების მოგვარება, ჩვენი […]
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, მიიღო დადგენილებები პარტიული სიებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებული ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის შესახებ. „ცესკომ დღეს მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად უმარტივებს პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს. კერძოდ, პოლიტიკურ გაერთიანებებს შესაძლებლობა ექნებათ პარტიული სიები წარადგინონ დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. ამავდროულად, ამგვარი […]
საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ, ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან. მცდელობა აქვთ, დამნაშავეები გმირებად შერაცხონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე, სადაც ბექა კობახიძე საუბრობს. „ცდილობენ, საზოგადოებაში პოლარიზაცია გააღვივონ. სამწუხაროა, რომ ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან. მცდელობა აქვთ, დამნაშავეები, მოძალადეები გმირებად შერაცხონ. პირველ რიგში, ეს […]
მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და საქართველოს, – ამის შესახებ ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას „დროას“ ლიდერმა, […]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს […]
პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის არჩევა იქნება. თავდაპირველად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის შესახებ წარდგენილი განცხადების ნამდვილობას დაადგენს და შესაბამისს დასკვნას პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ოხანაშვილის ნებაყოფლობით გადადგომისა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე […]
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო გულითადად ულოცავს უკრაინის ხალხს, მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას უსურვებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. „უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო გულითადად ულოცავს უკრაინის ხალხს, მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას უსურვებს. […]
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს უსურვებს. „საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს და ვუდასტურებთ ჩვენს სოლიდარობას და […]