შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა გვაშფოთებს. ეს, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, რომლის მიზანი ამ ორგანიზაციების გაჩუმებაა, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც საელჩო აღნიშნავს, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად. „დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ, საქართველოს გენერალური პროკურატურის […]
გაიმარჯვა საქართველომ, დამარცხდნენ თაღლითები, რომლებმაც ვითომ ანაკლიის პორტის აშენების თვალსაზრისით, პირიქით აქეთ მოატყუეს ჩვენი საზოგადოება. მოატყუეს სახელმწიფო, მას დაახარჯვინეს ათეულობით მილიონი, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, ჯაფარიძე-ხაზარაძემ თითის გამოშვერა სცადეს ხელისუფლების მისამართით თუმცა ყველა საარბიტრაჟო დავა წააგეს. „ჯაფარიძე-ხაზარაძე ემტერებოდნენ საკუთარ ქვეყანას. მათ ბევრგან წამოიწყეს დავა საქართველოს წინააღმდეგ და აბსოლუტურად […]
სტაჟიანი ყალთაბანდების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ საქართველოს ბიუჯეტისთვის კანონიერი ჯარიმის გადახდა ანაკლიის პროექტის ჩაგდებისთვის ზღვაში წვეთია, რაც ამ გაიძვერებს მართებთ ჩვენი ქვეყნისა და დარეკეტებული ხალხის მიმართ. ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საბოტაჟის გარდა ამ შავბნელმა წყვილმა და მათმა ამფსონებმა არაერთი ქართული ოჯახი და ბიზნესი გააცამტვერეს და პასუხი უნდა მოეთხოვოთ. ამ შულერების ჯიბეების გარშემო შეკრებილ პოლიტიკურ […]
ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც და რომლის იარაღიდანაც მოხდა გასროლა, თავისუფლად რატომ დადის? – 50 დღის განმავლობაში გამოიკითხა თუ არა თავად თორნიკე რიჟვაძე? ახლა არ დაიწყოთ, საავადმყოფო და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ ერთ თვეზე მეტია, ეს კაცი აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდება. თუ გაინტერესებთ მისამართი, მე გეტყვით, სად შეიძლება ნახვა, მეტიც ჩაიზე! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე […]
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პრანკერებმა, ანუ ტელეფონზე დამრეკავმა ამრევმა ადამიანებმა, ცნობილმა პირებმა დაურეკეს USAID-ის ყოფილ ხელმძღვანელს და მისგან მიიღეს აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ მილიარდობით თანხა, რაზეც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს, იხარჯებოდა იმისათვის, რათა პროცესები ემართათ და ეს პროცესები იყო პოლიტიკური შინაარსის, კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული და ეს ამოცანა საკმაოდ სერიოზულ შედეგებს ითვალისწინებდა,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. გიორგი ვოლსკის […]
რუსეთმა მკვლელობები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ მასიურ იერიშს. „როცა მსოფლიო მშვიდობისკენ მიმავალ გზას ეძებს, რუსეთი ამას რაკეტებით პასუხობს. ღამით კიევზე განხორციელებული თავდასხმა წინასწარგანზრახულ არჩევანს წარმოადგენს, ესკალაციისა და სამშვიდობო ძალისხმევის დაცინვის მიზნით“, – წერს კაია კალასი X-ზე. კიევზე […]
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ნატროშვილი, აღიარებს, რომ ევროკავშირის ფულს იყენებდა, რათა აქციის მონაწილეები სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღეჭურვა. ამის შესახებ ნატროშვილი სოციალურ ქსელში წერს. კერძოდ, ლევან ნატროშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ: “საკუთარი თანამშრომლებისთვის ოცდაათამდე აირწინაღი და სათვალე ვიყიდეთ, ვინაიდან თანამშრომლების ნაწილი აქციებში რიგით დემონსტრანტად მონაწილეობდა”. […]
სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ, თუ ეძებთ ინფორმაციას, რომ ლევან ჩაკვეტაძე არ ეთანხმებოდა მიმდინარე რეფორმას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა პოზიცია ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ყოფილ დირექტორ ლევან ჩაკვეტაძეს ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთად მუშაობდნენ აღნიშნული რეფორმის განხორციელებაზე. […]
11-დან 13 სექტემბერის ჩათვლით, ბათუმი ქვეყნის შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია თიბისი. ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები. ფესტივალი დაჯილდოებით დასრულდება, სადაც სხვადასხვა კატეგორიაში რეგიონის […]
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონში მკვლელობის საქმეებში დამნაშავეების მიმართ სიკვდილით დასჯის დაწესებას უჭერს მხარს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, არჩევანი არ აქვთ და აშშ-ის დედაქალაქში ჩადენილ მკვლელობის დანაშაულებზე სიკვდილით დასჯას მოითხოვენ. „აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში თუ ვინმე ვინმეს მოკლავს, ჩვენ სიკვდილით დასჯას მოვითხოვთ. ეს ძალიან ძლიერი პრევენციული ღონისძიებაა და ყველა, ვინც ეს მოისმინა, ამას ეთანხმება. არ ვიცი, […]