საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ს სადამკვირვებლო მისიის მოწვევის წერილით მიმართა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ეუთო/ოდირ-ის მიმართ მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, სადამკვირვებლო მისია 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებისგან თავს არ შეიკავებს. „გუშინწინ ამოიწურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და საბოლოოდ გაირკვა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი […]
ბალტიის ქვეყნები, ფინეთი, ნორვეგია და პოლონეთი რუსეთის ტერიტორიის მახლობლად სამხედრო აქტივობას ზრდიან, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-ფინეთის საზღვართან ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპაში არავის ვემუქრებით და საზღვრების შეცვლას არ ვცდილობთ. თუ მათ ეს მოსწონთ, მაშინ გააკეთონ. სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლები, კერძოდ, ბალტიის ქვეყნები, ფინეთი, ნორვეგია და პოლონეთი, ჩვენი ტერიტორიის მახლობლად […]
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ახალგაზრდობასთან და მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს თბილისისთვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიური ჩართულობისთვის და მათ ინიციატივებს მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა. “ძალიან დიდი პატივია, რომ უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი. ამავდროულად, ეს არის ძალიან […]
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე. 27 მუნიციპალიტეტში როდესაც საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ თანამშრომელი დააყენეს, რომელსაც „ხაზარაძე ყოველთვიურად „ტვ პირველში“ პარკით ხელში აგზავნიდა […]
თავის დროზე ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ისინი ციხიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შეწყალებაზე დაუსვეს კითხვა. „რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ზოგადად ხელისუფლების დამოკიდებულებას. ბუნებრივია, პრეზიდენტიც, ფართო გაგებით, […]
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, ორი დამნაშავე შეიწყალა, ხაზარაძესა და ჯაფარიძე თუ არ აქვთ შეწყალების სურვილი, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ კომენტარი გააკეთა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე. „მათ შეწყალებას არანაირ ლეგიტიმაციასთან არ აქვს კავშირი. ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა, როგორც […]
ფაქტები ჯიუტია, მხოლოდ რუსეთმა აირჩია ომი 2022 წელს, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს გააკეთა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოდით, გავიხსენოთ ფაქტები, რომლებიც ჯიუტია. მხოლოდ რუსეთმა აირჩია ომი 2022 წელს, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს გააკეთა, 2014 წელს კი – ყირიმსა და დონბასში. […]
CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს. ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული რეჟიმის პროპაგანდის მიუხედავად კვლავაც ძალიან მაღალია,- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მან ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად საქართველოს მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვაზე ისაუბრა, რომელიც CRRC- საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის […]
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) სამიტი და სამხედრო აღლუმი პეკინში დიდ გეოპოლიტიკურ მოვლენად იქცა. ჩინეთმა გამოაცხადა თავისი პრეტენზიები გლობალურ ლიდერობაზე და განზრახვა წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის „ჰეგემონიას“. შეერთებულ შტატებში შთო-ის სამიტი და სამხედრო აღლუმი გამოწვევად აღიქვეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების დემონსტრაციულ ერთიანობას „შეთქმულება“ უწოდა. წამყვანი ამერიკული მედია აკრიტიკებს ტრამპს იმის გამო, […]
თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გამოქვეყნებულ ღია წერილებთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად განუცხადა, ხელისუფლება გულშემატკივრობს ტრამპს მისი მთავარი დაპირებების შესრულებაში. „ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მზადება და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, როგორც პარტიის […]