საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილმა დონალდ ტრამპის მიმართ, პარალელურად კი ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს საზოგადოებას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ფსევდოლიბერალური პროპაგანდის ფასადს მიღმა დამალული ინფორმაციის მიწოდება, რადგან სიმართლით აღჭურვილი მოქალაქე ძლიერი სახელმწიფოს საკვანძო რგოლია სიმშვიდის და სტაბილურობის ჯაჭვში, ხოლო პირიქით – დაბნეული და სიცრუით გაბრუებული ადამიანი უმთავრესი იარაღია „დიფ სთეითის“ […]
ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ თანამდებობა დატოვა. შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ირაკლი დგებუაძე მუშაობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე აგრძელებს. ამ დროისათვის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას გოჩა ვანაძე ასრულებს, რომელიც ირაკლი დგებუაძის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ცნობისთვის, ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის პოზიციაზე 2022 წლიდან იმყოფებოდა. გამოძიების თანახმად, ირაკლი დგებუაძე […]
მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, იმ შესაძლებლობების გამოყენება კი, რაც ჩინეთს გააჩნია, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ ჩანიშნულ მოსმენას გამოეხმაურა. მისივე თქმით, კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ცილისწამებაა, „საქართველოს სულისკვეთება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილშიც გამოიკვეთა“. „მთელმა საქართველომ […]
გახარია უტიფარი მატყუარაა, მონაწილეობას იღებს რუსულ სპეცოპერაციაში, რათა რამენაირად პოლიტიკურად დაეხმაროს და ლეგიტიმაცია მისცეს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა. ბარამიძის თქმით, „გიორგი გახარია კურდღელივით იმალება ბერლინში, მანამდე კი აკრიტიკებდა სააკაშვილს, დროზე რატომ არ ჩამოდიხარო“. „ეს არის თვითაღიარება, თვითლუსტრაცია ამ ვითომ ოპოზიციონერის, რომელიც კურდღელივით იმალება ბერლინში, მანამდე […]
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავისი გუნდით მივა. მდინარაძის თქმით, გუნდის წევრების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. „ჩემი გუნდით მივალ. ვინ იქნება ჩემი გუნდი, ხვალ გაიგებთ. ირაკლი ბერაია აღარ იქნება. ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია. ჩემი ხედვა და ჩემი გუნდი მყავს. დარწმუნებული ვარ, წარმატებით ვიმუშავებთ. არ ვაპირებ, სპეცსამსახურში ვის რა […]
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, გადაცემაში “პოზიცია”, გაიხსენა 2015 წელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე იკავებდა, მისი მოკავშირეებიდან თუ ვის უხაროდა ეს ამბავი ყველაზე მეტად. წითლიძის განცხადებით, თინა ხიდაშელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის ამბავი “გიჟივით უხაროდა”, რამდენადაც შემდეგ მან დაიკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი. “2015 […]
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. მისი თქმით, ნატოს წევრების მიერ მშპ-ს 5%-ის თავდაცვაზე დახარჯვის შესახებ მიღწეული ბოლო შეთანხმება ტრანსატლანტიკურ ალიანსში ევროპის როლის „გათანაბრებას“ ემსახურება. ამერიკელმა დიპლომატმა პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომში მთავარ მშვიდობისმყოფელად წარმოაჩინა, ხოლო მოკავშირეები კონფლიქტის დასრულებისთვის პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო […]
საგამოძიებო კომისიის დასკვნაში შესწავლილია და ფაქტებით, ინფორმაციებით ნათქვამია, რომ „ვარდების რევოლუცია“ სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა. წულუკიანის თქმით, „2004 წლის დასაწყისშივე ძველი პარლამენტით, რომელსაც უფლებამოსილება აღარ ჰქონდა, კონსტიტუციაში შევიდა ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რომ მთლიანად დისბალანსი მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ“. „დასკვნაში წერია, […]
4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა […]
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარადგინა. თეა წულუკიანმა დასკვნაში არსებულ შეფასებებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიამ მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილა და შეაფასა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ამ შეფასების და გაანალიზების შედეგად, დაადგინა, […]