საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ ყველა სტრატეგიული მიმართულებით, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნა, განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. „პირველად მქონდა პატივი თბილისში მემასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისთვის, მისი უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანისთვის. ვიზიტის […]
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის მთავრობამ გაავრცელა. „დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოსთან დაკავშირებულ აქტორებს, რომლებიც ეკონომიურად და იდეოლოგიურად მხარს უჭერენ კრემლს. სანქციების პაკეტის მიზანია მათი საქმიანობის გამოაშკარავება და სხვა მსგავსი აქტორების შეკავება. სანქციების სიაში შესულია ორი ნავთობგადამზიდი, რომლებმაც რუსული ნავთობი შეიტანეს ქალაქ ბათუმის […]
ჯო უილსონს ერთი აზრი და მიზანი აქვს, „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს. ეს დიდი ხანია, გრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, „ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს“. „მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ მთელმა ლიდერებმა, სააკაშვილმა, გვარამიამ, ყველამ ტრამპი ლანძღა და მიწასთან გაასწორა, ჯო უილსონთან თანამშრომლობა არ […]
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწორება აშშ-ის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას უკრძალავს. აღნიშნული წინადადება წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს. „არცერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების […]
ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონში „ნაცმოძრაობის“ წევრების ვიზიტს. „იმ პირობებში, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ არჩევნების გზით მოსვლის შესაძლებლობა ნული აქვთ, ერთადერთი რაც დარჩენიათ, ეს არის ფულით დაკვეთილი სტატიები, დეზინფორმაციის იმედზე დარჩნენ. ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ […]
ნებისმიერი რადიკალური სცენარი, საუბარი მშვიდობიან ამბოხებაზე, ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ამ პროცესში არ ვიქნებით არცერთი წუთით, სადაც ადგილი ექნება რადიკალიზაციას, დაპირისპირებას. ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ამბოხის თარიღის გამოცხადება საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობაა. „26 ოქტომბრის შემდეგ ადამიანები ძალიან იმედგაცრუებულები […]
ქართულმა სასამართლომ ელენე ხოშტარიას უთხრა, წინასწარ პატიმრობაში არ მჭირდები, გირაო გადაიხადე და საბოლოო განაჩენს დაელოდეო. დააპატიმრა, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა? ალტერნატივა გამოიყენა. მისგან პასუხი რა არის? ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებ, ციხეში მივდივარო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ელენე ხოშტარია ცდილობს, ციხეს თავს შეაფაროს. „ხელისუფლება აპატიმრებს ამ ქალბატონს, თუ თავად იპატიმრებს თავის თავს? როგორ გგონიათ, დედამიწაზე რომელიმე ქვეყანა […]
ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92% მიიღო და მსოფლიოში 17-ე ადგილზე გავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მმართველი პარტიის ცნობით, დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას (იაპონიის გარდა), ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, […]
რაც ვიცით დადასტურებულად, მე მგონი ავლაბარში რუსეთი არ არის და ავლაბარში კონკრეტულ მისამართზე მიდიოდა ეს ასაფეთქებელი ნივთიერება. ეს არის უკრაინის ხელისუფლების გაგება ძმობის და მეგობრობის, რომ თბილისში შემოიტანო 2,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელმაც შეიძლება მთელი უბანი ჰაერში აწიოს? – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ჰექსოგენის“ საქმეზე საუბრისას. ის ეჭვის ქვეშ აყენებს დაკავებულის მიერ გაჟღერებულ ვერსიას იმის შესახებ, […]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, რომლის ფარგლებშიც არაერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. მისი […]