4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა! – „ოცნება“ მთიდან დაგორებული ლოდია, რომელიც გზაზე ყველაფრის განადგურებას ცდილობს, მაგრამ აუცილებლად მალე დადგება მომენტი, როდესაც თავის პოლიტიკურ მოგზაურობას დაასრულებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც სიჭინავა აღნიშნავს, „ბრძოლა […]
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს. როგორც ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ყველა ეს ბრალდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდა იყოს წარდგენილი. „ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არც ვაპირებ. წარმოდგენილ ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ. პირველი, რასაც მედავებიან, სახელმწიფოს კონსტიტუციური დამხობაა. ის, ვინც ეს სახელმწიფო კონსტიტუციურად დაამხო, არის ბიძინა ივანიშვილი. […]
დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და რობოკოპებთან მივედი, აქეთ მე ვაჩერებდი, იქით მურთაზი, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზრისი“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ სასამართლოს პროცესზე მყოფი ხალხი ტერორისტებად წარმოადგინოს. „მინდა მოვყვე, რა ისტორიული დღე იყო 4 ოქტომბერი. პირველად საქართველოს ისტორიაში […]
რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? წარმოუდგენელი ამორალურობაა, დროა, „ლელომ“ შეცდომა გაანალიზოს, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ამ სპეცოპერაციის თანამონაწილე გახდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის„ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ახლა მაინც თქვან, რომ უარს აცხადებენ ამ ღალატის მანდატებზე, ფარსში და ცირკში მონაწილეობაზე. „გულწრფელობის დროა, აღარ არის ლიტონი სიტყვების და […]
საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს. კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც ჩვენ საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა. კირცხალიას თქმით, მიუხედავად ამისა, […]
სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად, გამოცხადდა დამხობის აქცია და ყოველგვარი დათქმის გარეშე ის მივიდა დამხობის აქციაზე და როცა ჩავარდა ძალადობა, მაშინ გაემიჯნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ყველა იქ მისულ ადამიანს თანაბრად ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, რაც მოხდა. „სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად. შემდეგ, […]
საზოგადოება თვალდახუჭული აღარ მიჰყვება არც აშშ-ის ელჩს, არც ევროკავშირის ელჩს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში” განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე რევოლუციური პროცესების ძირითადი ინსტრუმენტი იყო პოლიტიკური პარტიები, კლასიკური ფორმით მუშაობდნენ უცხოური სპეცსამსახურები ქვეყანაში, შემდეგ შეცვალეს ტაქტიკა. „რევოლუციურ პროცესებს მოგვიანებით, ერთ შემთხვევაში სათავეში ჩაუდგნენ მედიის […]
ჩვენ 4 ოქტომბრამდე შევახსენეთ ყველას, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში” განაცხადა. პრემიერის თქმით, დღესაც ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე დღეს იქნება დაკავებული და ეს პროცესი გაგრძელდება. „ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ […]
არ მივიღებ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მე მივატოვე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. სანიკიძეს კითხვა დაუსვეს, რატომ არ იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ნადირაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან ერთად და ხომ არ გაემიჯნენ პროცესებს. „დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების კამერებს გადასარევად აქვს ნანახი, ხუთი საათის განმავლობაში სად ვიყავი და სად ვმოძრაობდი. […]
თუ კალაძე და სხვა მერები „20%-იანები“ არიან, შენ რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში? რატომ დატოვე სახლში? რატომ წაართვი არჩევნებში გამარჯვების რწმენა?, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. „ორი დღეა, ვაკვირდები ბოიკოტისტების და ვერშემდგარი რევოლუციონერების მოლაპარაკე ფუყე თავთავებს: კალაძე 20%-იანი მერია“, „კალაძეს 20%-იანი ლეგიტიმაცია“ აქვს და ამ […]