თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებას არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს. უამრავი გამოწვევა, პრობლემა არსებობს […]
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. „შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის […]
2022-2024 წლები იყო გამორჩეულად მძიმე და რთული წლები ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთ მძიმე პირობებში, როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება. პირველ რიგში, ქვეყნის ღალატია, როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, ზეწოლა, წნეხი, უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობაა და ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს მთავრობას აქვს შესაძლებლობა, […]
არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით გამოცხადებული ნდობისთვის, არ დაგზარდებით, ვიყო თქვენს სამსახურში, რათა ყველა დაპირება რეალობად ვაქციოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ. მისივე თქმით, პატივია, მესამედ ატარებდეს თბილისელების დიდი ნაწილის მიერ არჩეული მერის სტატუსს. „მოგესალმებით, მეგობრებო, უკვე მესამედ მაქვს პატივი, ვატარებდე თბილისელების დიდი ნაწილის მიერ […]
ინტერპელაციის ფორმატში ინფრასტრუქტურის ამჟამინდელ მინისტრს გამბედაობა არ ეყო ეთქვა, რომ კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე იმ დროს საპარლამენტო გუნდის ლიდერი იყო და მთავრობაზე ზედამხედველობა ევალებოდა. „მინისტრმა თავად თქვა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო და ამ პროექტების ჯამური […]
ევროკავშირს პასუხისმგებლობა აკისრია, დაეხმაროს კანდიდატ ქვეყნებს, რომ ისინი ევროპულ გზაზე დარჩნენ, – ამის შესახებ განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გააკეთა. მისი განმარტებით, ევროკავშირმა ისწავლა გაკვეთილი შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოსთან ურთიერთობაში და ახლა მზად არის, იყოს „უფრო დაჟინებული და მტკიცე”, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებში ინვესტირებით, რათა შეებრძოლოს ყალბ ნარატივებს. მარტა კოსმა აღნიშნა, […]
პარტია კი არ უნდა გააუქმო, არჩევნების გზით უნდა დაამარცხო, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის შექმნის არსი არჩევნებში მონაწილეობაა. „ჩვენ „ქართული ოცნების” ლოგიკა არ გვესმის, ამიტომ ყველა შესაძლო შედეგისთვის მზად ვიყავით და ვართ. ვინ-ვინ და, „ლელოს” „ნაცმოძრაობის” გვერდით მოხვედრა სრულიად გაუგებარია. რაც ამ პარტიებს დანაშაულები აქვთ […]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა, – ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. უწყების ცნობით, მან დეპუტატებს სიტყვით მიმართა და 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები შეაჯამა. „მივესალმები საკრებულოს ახალარჩეულ წევრებს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, მედიის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას და ჩვენს მაყურებელს, პატივცემულო საკრებულოს წევრებო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით გილოცავთ თბილისის […]
თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის პირველი სხდომა მიმდინარეობს. საკრებულოს კვლავ ზურაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს. ზურაბ აბაშიძე საკრებულოს თავმჯდომარედ 45 ხმით სამის წინააღმდეგ აირჩიეს. წინა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოსაც ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. საკრებულოს პირველ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კერძოდ, „გირჩის“ ორი წევრი, გიორგი გვენეტაძე და დავით ფანჯიკიძე, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ორი წევრი – ვახტანგ სურგულაძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და […]
“მივიღეთ გადაწყვეტილება განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ვატო შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დაიწყება მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. „წელიწადზე მეტი გავიდა ჩვენი ორგანიზაციის, […]