არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან” ინტერვიუში. პრეზიდენტის თქმით, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოს მოსახლეობა დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე მყოფ ძმებთან და დებთან ერთად იცხოვრებს გაერთიანებულ სახელმწიფოში. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც დროებით დაკარგულად […]
ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან, რომელსაც საკუთარი დამოკიდებულება აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის, რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებშია. „საქართველოს ვერავინ გადაახტება რეგიონული თანამშრომლობის […]
„ბიბისი”, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს დეტალურ ინფორმაციას, რა ტყუილი იკადრა „ბიბისიმ”. „ბიბისი”, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სისულელეს ავრცელებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე შინაგან საქმეთა […]
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის- ასე ეხმაურება პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში BBC-ის გამოძიებას “ამ ფილმის ნახვისას “ოცნების” მაღალჩინოსნების რეაქცია რომ ისაა, ეს ნივთიერება ჩვენ არ გვიყიდია, ძველიაო! ცინიზმია თუ სიბრიყვე? თუ ძველია, ამდენი წელი სად იყავით, რას ინახავდით და ამდენ გამოძიებაში ერთხელ როგორ არ ახსენეთ?! და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი […]
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტყუილით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ. „ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე – თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ […]
ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. „თავად BBC მიუთითებს, რომ ასეთი იარაღი 1930 წლამდე არსებობდა, შემდეგ გაქრა […]
ვინმეს დაზიანება რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი, კაბურაში მედო დაუმუხტავი იარაღი, ეს განცხადება სასამართლო სხდომაზე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსმა, – ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ელისაშვილმა ისაუბრა, თუ რატომ მიიღო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის დაწვის გადაწყვეტილება […]
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის”, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების” განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „გამოიყენებენ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო”. „დღეს დილით, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არაერთი აბსურდული, ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს […]
ბოლო თვეებში ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, რომ კორუფციასთან და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება მოგვიწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, რაც წელს კორუფციის აღმოფხვრისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე დააკლდა ქვეყნის ეკონომიკას, მომავალ წელს ერთი ორად დაემატება. „ბოლო […]
ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას, ქმედებები, რასაც მთელი დღეა ვუყურებთ, მკაფიოდ გვანახებს, როგორ აწუხებს რეჟიმს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი – მსგავსი პროვოკაციები კი მიზნად ისახავს ამ პროტესტის გაჩერებას,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე” წერს. მისი თქმით, მხარს უჭერს მშვიდობიან პროტესტს, როგორც „საზოგადოების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებას”. „ვემიჯნები სახელმწიფო […]