უკვე ათი დღეა, რაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტული აქტის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული. მან თავად აღიარა დანაშაული და დაადასტურა მისი პოლიტიკური მოტივი. ასეთ ვითარებაში ტერორისტისგან გამიჯვნა არც მოწოდებას უნდა საჭიროებდეს და არც დამატებით ახსნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო განზომილების მქონე უმძიმესი დანაშაული, […]
„ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. კირცხალია იმ „საოცრებების” ჩამონათვალს აკეთებს, რაც ბოლო დროს ქვეყანაში მოხდა. „სამი „საოცრება” ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე საოცრებების სერიიდან: 1. სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა; 2. საარჩევნო უბნებზე ძვირფას ქურქში გამოწყობილმა ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400 000 ხმა […]
საქართველო ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დღის წესრიგი აქვს ამ ორგანიზაციაში და ყველანაირი მცდელობა, ეს ორგანიზაცია სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, მიუღებელია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის და ამაზე მან მინისტერიალის ფარგლებშიც ისაუბრა. „საქართველო არის ეუთო-ს […]
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა ნატო-ს სამომავლო გაფართოების საკითხი გააჩერა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია ის, რაც „ხალხის ძალის” წერილებში ჯერ კიდევ 2022 წელს ეწერა. „„ხალხის ძალის” 2022 წლის წერილებში ამოიკითხავთ სწორედ იმას, რაც ახლა ჩაიწერა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. […]
ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ძალადობის არდაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არდაგმობა აქეზებს ტერორიზმს. „დღეს 4 დეკემბერია. ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი […]
კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მყისიერად დაიწყო გამოძიება „ბიბისის” მასალასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უნდა გაანალიზდეს, თუ რატომ ხდება საქართველოზე მსგავსი თავდასხმები. „შინაარსში შესვლამდე, თავად ფაქტის ანალიზი უნდა მოხდეს, თუ რატომ ხდება საქართველოზე ასეთი უხეში თავდასხმები ყველა აქტორის გამოყენებით. ამ თავდასხმებში ჩართული არის საერთაშორისო მედია, ამ შემთხვევაში […]
გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა „ბიბისიმ“ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია […]
რუსეთი არ არის მზად, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი საქართველოს პირობებით განაახლოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყების ცნობით, რუსეთის მიერ „აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია”. „რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს, რადგან თბილისი ინარჩუნებს სააკაშვილის რეჟიმის პოზიციას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების განახლება დაკავშირებულია რუსეთის მიერ აფხაზეთისა […]
საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები, 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება, ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველეს” ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა დრო დასჭირდება რეალურად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მისი […]
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან” ინტერვიუში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები ყველა წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად უკეთ ჩატარდა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება” ბოლო არჩევნებში აბსოლუტური ლიდერი იყო და, როგორც წესი, მისი საარჩევნო მხარდაჭერა ერთი მილიონიდან – მილიონ ორასი ათასამდე ხმას შეადგენს. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩემი თვალსაზრისით და […]