1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა

პოლიტიკა

მქონდა დისკუსია ქართველ კოლეგასთან, ფაქტია, მათთან საუბარი საჭიროა, თუ არ ვისაუბრებთ, რთულია, დავარწმუნოთ იმ საკითხებში, რაც არ მოგვწონს -ქსავიე ბეტელი

Editor Dali
0
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქსავიე ბეტელის განცხადებით, საუბარი ჰქონდა ქართველ კოლეგასთან და მიაჩნია, რომ ასეთი საუბარი საჭიროა. ამის შესახებ ბეტელმა ევროპის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა. „ქართველებმა ზუსტად იციან, რა აქვთ გასაკეთებელი. არსებობს წესები, არსებობს კრიტერიუმები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ისინი უნდა შესრულდეს. საქართველოს განსაკუთრებულად არ მოექცევიან, ისევე როგორც განსაკუთრებულად არ მოექცევიან სხვა ქვეყანასაც. მქონდა დისკუსია […]

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, მოლოდინის რეჟიმში ვართ -კახა კალაძე

Editor Dali
0
საქართველო აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინის რეჟიმშია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით და აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და ყველამ პატივი უნდა სცეს ამას, მიუხედავად ქვეყნის მასშტაბებისა. „ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ძალიან […]

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პლებისციტის მეორე ცდა ბოლო 6 თვეში – როგორი იქნება “ოცნების” პასუხი

Editor Dali
0
ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების იდეით კიდევ ერთი პროსახელისუფლებო ჯგუფი გამოდის – ჯონდი ბაღათურიას მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა მთავრობის ადმინისტრაციაში გასულ კვირას დაარეგისტრირა შესაბამისი მიმართვა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება იგივენაირად დააიგნორებს ამ მოწოდებას, როგორც გასული წლის აგვისტოში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” იგივე შინაარსის მიმართვას. ახალი ინიციატივა მთავრობის ადმინისტრაციაში 23 იავარს შევიდა. მას ხელს აწერენ […]

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას

Editor Dali
0
ჟენევაში დღეს გაიმართება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნულ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე – საქართველოს პარლამენტის, საქართველოს […]

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დებატებზე წინაპირობების წაყენება არის მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას, უარი თქვა საუბარზე, რომელიც არ გინდა, შედგეს, ჩვენ არანაირ წინაპირობებს არ დავაყენებთ-ალექსანდრე რაქვიაშვილი

Editor Dali
0
დებატებთან დაკავშირებით სწორი ინიციატივაა, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მოუთმენლად ველით დისკუსიებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე – ეკონომიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, – ამის შესახებ „გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. რაქვიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დებატები მრავალფეროვანი იქნება, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი იქნება და ისეთი ფორმატით ჩამოყალიბდება, სადაც შეიძლება პოზიციის მკაფიოს გაშლა, რათა ამომრჩეველმა დაინახოს განსხვავებები. „ველოდებით ფორმატებს, […]

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დაე, ხალხმა გადაწყვიტოს – ჯონდი ბაღათურია და საინიციატივო ჯგუფის წევრები, NAT0-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ

Editor Dali
0
ჯონდი ბაღათურია და საინიციატივო ჯგუფის წევრები, NAT0-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ.  საინიციატივო ჯგუფის წევრებმა – ჯონდი ბაღათურიამ, დავით ოსეფაშვილმა და კახაბერ მაისურაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ინიციატივა დაარეგისტრირეს. ისინი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საყოველთაო პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. “ჩვენ გადავწყვიტეთ, […]

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და აღსრულებაშიც ჰქონდათ უკვე მოყვანილი -კახა კალაძე

Editor Dali
0
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს ჰქონდათ მიღებული დავალება და მიუხედავად ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, დაიწყეს ამ დავალების შესრულება. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია ხელისუფლების დამხობის შესახებ. „მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით. […]

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა -კახა კალაძე

Editor Dali
0
შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ და ზუსტად დებატების გზით საზოგადოება გაიგებს რომელი მიმართულებაა სწორი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები რომ არ უნდა გამართულიყო, ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა. „ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ეს გარკვეული […]

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ქართული ფასი სამჯერ აღემატება ევროპულს, რაც ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება, ბრინჯს სულ რომ თვითმფრინავის ბილეთი აუღო და ჩამოიყვანო, ამხელა ფასნამატი მაინც არ უნდა იყოს-ლევან ჟორჟოლიანი

Editor Dali
0
გვინდა, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, ინფორმაცია გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და შემდეგ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ფასები გაცილებით მაღალია ევროპულთან შედარებით და ეს ეხება იდენტურ პროდუქტებს, რომლებიც არის […]

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვინმეს თუ ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
თუ ვინმეს ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური პროცესები არსებითად უნდა განვითარდეს კონსტიტუციური ვადების შესაბამისად. „ჩვენ ვაპირებთ, რომ გავყვეთ კონსტიტუციურ ვადებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები, ჩვენი ვადები და ვფიქრობთ, რომ […]

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი