ერთ მხარეს ვართ ცივილიზაცია და მეორე მხარეს – სრული ბარბაროსები, აქეთ მხარეს ვართ ევროპა, იქით – რუსეთი და აზია, აქეთ ვართ პროგრესი და იქით – სრული ჩამორჩენილობა, აქეთ არის აზროვნება, იქით – ერთი აზრი, აქეთ ვართ სიკეთე და იქით – ბოროტება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გავუსწოროთ სიმართლეს თვალი. […]
გადამწყვეტი აღმოჩნდა ერთიანი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, ხოლო შინ – საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად, – ამის შესახებ პარტია „ახლის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გვარამია აღნიშნავს, პოლიტპატიმრების მორალური უპირატესობის წნეხმა სრულიად დაუკარგა „ქართულ ოცნებას” რაციონალური მოქმედების უნარი. „ძვირფასო და საამაყო მაგარო […]
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის თავდადებულ საქმიანობას”, – წერს გერმანიის საგარეო უწყება. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ […]
აშშ-ის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა, როჯერ უიკერმა, ჯონ კურტისმა და შელდონ უაითჰაუსმა, ასევე კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების მიერ ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე უსამართლოდ გახდნენ სამიზნეები. წერილში კანონმდებლები მოუწოდებენ, რომ მდივანმა რუბიომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის […]
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის კონგრესმენ, კით სელფთან შეხვედრა გამართა, რომელიც ტეხასის შტატს წარმოადგენს და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზე. „კონგრესმენი კიტ სელფი დამსახურებული სამხედრო ვეტერანი და ასევე აშშ-ის კონგრესის ვეტერანთა საკითხების კომიტეტის წევრია. შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და […]
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო, – ამის შესახებ აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში. „პარლამენტის არჩევნების შემდეგ, უკვე ერთი წელია, პოლიტიკურად მიკერძოებული არაერთი პირი აქტიურად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის და, ზოგადად, 26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციას. ამ მიზნით დღემდე განაგრძობენ მტკიცებას, თითქოს ეს არჩევნები გაყალბდა, ირღვეოდა ფარულობა, იყო ხმის მრავალჯერადი […]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილება. 3 ნოემბერს, ვენაში გამართულ სემინარზე – „საარჩევნო კამპანიები და ციფრული გარემო“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ციფრულ გარემოში საარჩევნო კამპანიის წარმოების გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები და რეკომენდაციები განიხილეს, მათ ერთმანეთს აღნიშნული მიმართებით არსებული კარგი პრაქტიკაც გაუზიარეს. მონაწილეებმა […]
ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენა დაარსების დღიდან გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ვაჭრობის გაძლიერების, პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოპულარიზაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოფენა ხელს უწყობს უფრო ღია და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას. „გამოფენა აგრძელებს ჩინეთის ერთგულების დემონსტრირებას საერთაშორისო თანამშრომლობის […]
საქართველოში უკუსვლის საერთო დონე უპრეცედენტოა, ჩვენი მხრიდან, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, გავაგრძელოთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკომისიის ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. „ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. წევრობაზე განაცხადის შეტანით თითოეული ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს რეფორმები თავის […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ლი ციანს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობასა […]