აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინისათვის დახმარების გაწევა შეიძლება განახლდეს, თუ საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების განახლებამდე თეთრმა სახლმა ჯერ უნდა გაიგოს, რა დათმობებზეა მზად უკრაინა. მან დასძინა, რომ კიევი მზად უნდა იყოს „გადადგას რთული ნაბიჯები, როგორც […]
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს წერილობით ბოდიში მოუხადა. „[ვოლოდიმირ] ზელენსკიმ პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. მან ბოდიში მოიხადა ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის გამო“, – აღნიშნა სტივ უიტკოფმა. დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან.
თუკი პირს დაუდასტურდება, რომ ჰყიდის ნარკოტიკს, სასჯელი უფრო გამკაცრდება და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-იდან 20 წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, სასჯელი გაუტოლდება მკვლელობას, რადგან ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების გაყიდვით ადამიანი განგრძობითად […]
რადიკალური ოპოზიციის გადასაწყვეტი არ იქნება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა. როგორ დავალებასაც მისცემენ უცხოეთიდან, იმის მიხედვით იმოქმედებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, საბაბს ეძებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. „რა თქმა უნდა, მათ, თავიანთი გადმოსახედიდან, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არანაირად არ აწყობთ, რადგან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, რა რეიტინგი […]
ვერ ვიტყვი, რომ ხაზარაძემ დანაშაული აღიარა, მაგრამ ის იძულებულია, ჯარიმა გადაიხადოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ხაზარაძე ვალდებული იყო, ეს გაეკეთებინა. „სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიაყენა იმით, რომ სახელმწიფომ მილიონი დოლარი დახარჯა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რასაც ანაკლიის პორტის და მისი შემოგარენის განვითარება ჰქვია. სახელმწიფო ბიუჯეტმა პროექტში უშველებელი რესურსი ჩადო, პროექტის […]
დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია გარედან იმართება. მიისვე თქმით, ოპოზიციის განცხადებების მიზანია, ძირი გამოუთხარონ საქართველოს ეკონომიკას. „მარიონეტული ოპოზიცია სრულად გარედან იმართება. ამ დღეებშიც აკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები. […]
მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. „მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია… ბოლო პერიოდში საქართველოსთან და ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებით […]
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა „შესაძლოა, ვერ გადარჩეს“ რუსეთთან ომში, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან გაწეული დახმარებისა. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა. „ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა შესაძლოა, ვერ გადარჩეს. ის ომი არ უნდა მომხდარიყო და ის მოხდა. ასე რომ, ახლა ჩვენ ამ არეულობაში გავიჭედეთ“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობდა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი […]
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, უკრაინისთვის Starlink-ის გათიშვის ალბათობასთან დაკავშირებით გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინას არავინ დამუქრებია Starlink-ის გათიშვით. „ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა, არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვის თაობაზე. მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვარზე იქნებოდნენ“, – […]
აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა „გაჩუმდი, პატარა კაცო. შენ ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს იხდი და Starlink-ის ჩამნაცვლებელი არ არსებობს“ – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში. ამ კომენტარით მასკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ უკრაინას შესაძლოა, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს. „უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო […]