ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, ევროპაში დიფ სთეითისთვის უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აქედან გამომდინარეობს მათი არასერიოზული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით. […]
საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა, 21 იანვრიდან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღიდან ამ დრომდე, 32 000-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრების უფლება არ ჰქონდათ. ინფორმაციას abcnews-ი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს რიცხვები მოიცავს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მიერ დაკავებულებს, კრიმინალი არალეგალების დაკავებებს და პარტნიორული პროგრამის სახელწოდებით 287g-ის ფარგლებში განხორციელებულ […]
მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის” დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან; ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის” დასუსტებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელიც დაიწყო, თუმცა „დიფ სთეითის” წარმომადგენლები, ამჯერად ევროპაში უხეშად […]
„სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა, თან, მხოლოდ და მხოლოდ ერთ საქმეზე – გაფლანგვებზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეების ჯიბიდან იღებდა და იქიდან იხდიდა ფულს ბოტოქსებსა თუ მასაჟებში“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის […]
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები. პაპუაშვილის თქმით, ამერიკის იმჟამინდელი ელჩი პირდაპირ ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მას არანაირი სხვა პასუხის მოსმენა არ სურდა. „უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. […]
ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაურია. ადგილზე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები მივიდნენ. ისინი ითხოვენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერი დაუთმოს. პარალელურად, მაუწყებლის ეთერში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი არის მიწვეული. სტუდენტები აცხადებენ, რომ არხის საშუალებით, შალუტაშვილი „ტყუილებს საუბრობს“, ამიტომ, ითხოვენ, სტუდენტების ერთი წარმომადგენელი ეთერში მიიწვიონ.
სიმბოლურია, რომ მზეთუნახავ სააკაშვილს ამ საქმეზე ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მაჭარაშვილი გამოეხმაურა სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ საააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. „ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები მზეთუნახავ სააკაშვილზე საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცეს და დაადგინეს. საერთაშორისო სასამართლოში ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები ბევრმა […]
მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა კი არა, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, საკუთარი ინტერესები ამჯობინა, როცა რუსები დააკმაყოფილა და ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ გმირად გამოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, როგორ შეიძლება, ქვეყანას ბოროტი ადამიანი განაგებდეს, რომელსაც ტყუილების […]
დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” კუთვნილი 26%-იანი წილი თანადამფუძნებლებს გადასცა, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. შესაბამისად, კეზერაშვილი “ფორმულას” მეწილე აღარ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ცვლილება საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა. “ამჟამად, ფორმულას 38,25%-ს ფლობს მიხეილ მშვილდაძე, 32.25%-ს არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. 25%-ს მფლობელია არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი “თავისუფლების ფორმულა”. 2,25-2,25% კი ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ […]
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული და მათ არცერთ რაიონსა თუ ქალაქში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. „ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მესმის მათი შიშების, რადგან ისინი განწირული არიან მარცხისთვის. მათ არცერთ რაიონში, არცერთ ქალაქში, როგორც მერების, ისე საკრებულოების დონეზე, გამარჯვების არანაირი […]