საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი კამპანია აქტიურდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ, საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ არჩევნები რეალურ შედეგს არ ასახავს და კონკრეტული ადამიანები შედეგებს საკუთარი სურვილის შესაბამისად წერენ, – ამის შესახებ ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში. ცესკო-ს განცხადებით, აღნიშნული ტიპის განცხადებები პირდაპირ მიუთითებს საარჩევნო საკითხების შესახებ ბრალდების ავტორთა ცოდნის ნაკლებობაზე. „საარჩევნო საკითხებში და […]
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „დიდი ვარაუდით, ჩეხეთში შემოდგომაზე ეროვნული და პატრიოტი კაცი, ანდრეი ბაბიში მოიგებს არჩევნებს. შესაბამისად, მიდგომაც შეიცვლება. უბრალოდ მაინც ვერ ვხვდები, ჩეხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს, რატომ ჰქონდათ სიმპათიები რეჟიმებთან? პრინციპში მიშაც და „ნაცებიც“ ნაცისტური ანარეკლია პოლიტიკურად, აბა რა ჯანდაბაა…“, – წერს გამსახურდია facebook- ზე.
საქართველოს როგორც სჭირდება ევროპა და ამერიკა, არანაკლებ სჭირდება ევროპას და ამერიკას საქართველო ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუ რამე გაუგებრობებია, ეს არის დროებითი, რომელიც ძალიან მალე აღმოიფხვრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილისადმი ჯო ბაიდენის წერილთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ის, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პრეტენზია მოდის, ჩვენ […]
ვფიქრობ, ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებს – როდესაც ფონდი პირდაპირ არის ჩართული გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში, მით უმეტეს, თუ ეს საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია, რასაკვირველია, იგი დამატებით ყურადღებას იმსახურებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ფონდების […]
საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად. დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს აქტიურ მუშაობასა და ინვესტიციებს მოითხოვს. ჩვენ შეგვიძლია ერთად განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროპას, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თავისი გამოსვლისას პანელურ დისკუსიაზე „კონკურენცია და თანამშრომლობა მომავლის უზრუნველსაყოფად”, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო […]
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ის, რასაც „კაგებემაც“ კი ვერ მიაღწია“: რა ხდება „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ირგვლივ“, რომელშიც გაანალიზებულია სიტუაცია ორი ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალების – რადიოსადგურების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: რადიოსადგურები „თავისუფლება“ და ამერიკის ხმა“ დახურვის საფრთხის წინაშე დადგნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ […]
ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა SEMAFOR-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა ასევე განიხილეს შესაძლებლობა, აშშ-მა მოუწოდოს გაეროს, ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. „ასეთი მოთხოვნა ტრამპის ადმინისტრაციას ვლადიმირ პუტინის პოზიციასთან დააკავშირებდა, რომელიც დიდი ხანია ყირიმს თავისი ქვეყნის ტერიტორიად მიიჩნევს“, – წერს […]
ხელისუფლებამ გახარიას პარტიას ეთერებში ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სალანძღავად ფული შესთავაზა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყოფილი პრემიერის გუნდთან კონტაქტი აქვს. ხაბეიშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემისკენ მოუწოდებს. „ჩემი აზრით, ან ოპოზიციონერი ხარ, ან ბიძინას ტიტუშკა ხარ. მე მგონია, რომ ბიძინას პარლამენტზე უარს რომ არ ამბობ, დაფინანსებაზე უარს რომ არ […]
ჩვენ არასდროს ვყოფილვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან ისე ახლოს, როგორც ამ მომენტში, – აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას. კაროლინ ლევიტმა აღნიშნა, რომ ტრამპს ამ საკითხის მოგვარება სურს. “პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი, რომ ეს საკითხი მოაგვაროს”, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ ხვალ მისი სატელეფონო საუბარი პუტინთან კარგად […]
თეთრი სახლის პრესმდივანი, კაროლინ ლევიტი ფრანგი ევროპარლამენტარის, რაფაელ გლუკსმანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ამერიკამ თავისუფლების ქანდაკება უნდა დააბრუნოს, რადგან ის აღარ არის დემოკრატიული ღირებულებების ერთგული“. „ჩემი რჩევა ამ დაბალი დონის ფრანგი პოლიტიკოსისთვის იქნება იმის შეხსენება, რომ მხოლოდ აშშ-ის დამსახურებაა, რომ ფრანგები ახლა გერმანულად არ საუბრობენ. ამიტომ ისინი ძალიან მადლიერნი უნდა იყვნენ“, – აღნიშნა თეთრი […]