დღეს, ერთადერთი ვინც საუბრობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ომი უკრაინაში, არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპელ პოლიტიკოსებს, ისინი აკრიტიკებენ ტრამპის მიდგომას და ყველანაირად ცდილობენ, დაბრკოლებები შეუქმნან მის სამშვიდობო პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში – „დღის თემა” განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის […]
აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მოგვიანებით გახდება ცნობილი. „შეგვიძლია გითხრათ, რომ აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი […]
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში, მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის […]
მინდა, შევეხო „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში გახმოვანებულ ნარატივს. ბუნებრივია, ნარკომოხმარების და ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ძალიან კარგი საქმე და რას იტყვიან, ვერაფერს ამბობენ. მაგრამ, რიგ შემთხვევაში მარიხუანის თემებზე აპელირებდნენ და პირდაპირ იტყუებოდნენ, რიგ შემთხვევებში, იცით, რას გვაბრალებენ? ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე […]
ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე არის სრული ფარსი. დაზარალებულთა მხარდაჭერა დანაშაული არ არის – ეს არის მოვალეობა ყველა იმ ადამიანის, ვისაც სჯერა ქვეყნის გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს. „ეს ფონდები ბიზნესისა და მოქალაქეების შემოწირულობებით ეხმარებიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს, უსამართლოდ დაჯარიმებულ და ნაცემ ადამიანებს, […]
ლევან ხაბეიშვილი ჰაერში იქნევს მუშტებს და ეს გასაგებია. სიტყვების თამაში – თავდასხმა იქნება თუ თავდაცვა, მცდელობაა, რომ საზოგადოების წინაშე თავი გაიმართლონ და წარუმატებლობა გეგმის არასწორ წარმართვას დააბრალონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილს ოპოზიციასთან დაკავშირებით „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა. „ლევან ხაბეიშვილი ჰაერში […]
კანადა ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „კანადა შეიარაღებული ძალებისთვის თანხას არ იხდის. ჩვენ საერთოდ არაფერს გვაძლევენ. მოლაპარაკებებისთვის ყველაზე ცუდი ხალხი არიან, თაღლითობენ. ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს, რადგან კანადის სუბსიდირებას წელიწადში 200 მილიარდი დოლარით ვახდენთ. მათი ავტომობილები, ხე-ტყე და ენერგორესურსები არ გვჭირდება“, – განაცხადა დონალდ […]
უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო, იყოს ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა, შეძლო, გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, რომელიც დღეს შესაძლებლობებს აძლევს, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ნიუ დელიში განუცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ინდოეთში ვიზიტი იყო კარგი შესაძლებლობა პარტნიორებისთვის იმის […]
„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სავარაუდოდ საქმე ეხება რუსეთიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება უკრაინის ხელისუფლებასთან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას. ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. „ჩვენი ინფორმაციით, […]
ევროკავშირს სურს ქართველი ხალხი იხილოს ევროკავშირში, ამას „ქართული ოცნება“ ყველა შესაძლო ხერხით ხელს უშლის, ცდილობს, რომ ისე დააშოროს საქართველო ევროკავშირს, ვეღარასდროს აიხდინოს ქართველმა ხალხმა ოცნება, რომელიც თაობებს ჰქონდათ – დავბრუნებულიყავით ევროპულ ოჯახში , – ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი ზრუნავს იმაზე, რომ იზარალოს არა ქართველმა ხალხმა, […]