საკუთრივ „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს თავისი წარსულის მძიმე ცოდვებზე. იციან, რა აქვთ ჩადენილი მათ და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ იმაზე, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან და არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიები, თუმცა ამის მტკიცება მათ გაუჭირდებათ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ […]
მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად არსებობდეს პოლიტიკური ფორმატიც, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, პლატფორის წევრებმა გვერდზე უნდა გადადონ საკუთარი პოლიტიკური შეუთავსებლობები და ერთად იბრძოლონ. „მთავარი პრინციპია, რომ პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და […]
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერობას იჩემებს, ე. წ. „დიფ სტეიტის“ ნაწილია და შეერთებული შტატების პოლიტიკას ატარებს – მიიჩნევენ ქართველი მართლმადიდებლები, ძირითადად, ახალგაზრდა თაობების წარმომადგენლები, რომლებმაც თურქეთის საელჩოსთან პიკეტი მოაწყეს. „კითხვაზე პასუხი, თუ რატომ შევიკრიბეთ აქ, თურქეთის საელჩოსთან, ჩვენს მიერ მოტანილ პლაკატებზეა. ბართოლომეოსი, რომელიც ჩემულობს მსოფლიო პატრიარქობას, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. მან საეკლესიო […]
2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი, – განაცხადა კოდორის ხეობის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ემზარ კვიციანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ დღევანდელ სხდომაზე კითხვაზე პასუხისას. ემზარ კვიციანს კითხვა დაუსვა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა: „როგორ მიგაჩნიათ, თქვენი […]
უკრაინელები, რომლებიც ომის საშინელებებს გაერიდნენ და საზღვარგარეთ გაიქცნენ, სამშობლოში დაბრუნებაზე უარს ამბობენ, – წერს ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) სტატიაში სათაურით „უკრაინელი ლტოლვილები შესაძლოა ევროპაში სამუდამოდ დარჩნენ“. უფრო მეტიც – თუ სამხედრო მდგომარეობა გაუქმდება და საზღვრები გაიხსნება, ანუ თავისუფალი გასვლა ისევ ნებადართული გახდება, ქვეყანას დატოვებენ გასაწვევი ასაკის მამაკაცებიც, რაც კატასტროფა იქნება როგორც თვითონ უკრაინისათვის, ასევე […]
ჟურნალისტი გიორგი თარგამაძისა და პოლიტიკოსი გიორგი კანდელაკისგან ჩვენ გვჭირდება პასუხი, პირველ რიგში, რეზოლუციაზე, 2008 წელს რატომ დააბრალეს ქართულ ჯარს, თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული? – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს თუ არ მოხერხდა მათი […]
„თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?” – მთავარი კითხვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ, 3 მლნ 295,5 ათასმა ადამიანმა უპასუხა – დიახ! 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი […]
ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ერთი პარტიის გასამართლებაა პუტინის საამებლად, ძალიან ცდებით, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რომელი ოპოზიციური პარტიაც ხმას არ ამოიღებს, ლუსტრირებული იქნება. „რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, ანუ გააუქმონ განსხვავებული აზრი, გააუქმონ ევროპული პერსპექტივა, გააუქმონ პოლიტიკა, გააუქმონ დემოკრატია! […]
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ უარყოფს თეთრ სახლში მესამე ვადით დაბრუნების იდეას და აცხადებს, რომ ამ საკითხზე არ ხუმრობს. როგორც მედია წერს, დონალდ ტრამპმა არ უარყო თეთრ სახლში მესამე ვადით დაბრუნების იდეა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორება ამას კრძალავს. NBC News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს მეთოდები ამის მისაღწევად და აღნიშნა, რომ „არ ხუმრობს“. „ბევრ […]
საქართველოში ინტერესი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიმართ საექსპერტო დონეზე იზრდება. ამა წლის 28 მარტს თბილისში ჩატარდა მრგვალი მაგიდა „ახალი მსოფლიო წესრიგი და პალესტინის საკითხი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 25-მდე ქართველმა პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა, ასევე უცხოელმა სტუმრებმა. ყურადღება გამახვილდა აშშ-ის პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, გაანალიზდა ის მიზეზები, რითაც არის განპირობებული ვაშინგტონის ცალმხრივი მხარდაჭერა ისრაელისადმი და პალესტინის არაბული მოსახლეობის ინტერესების […]