აქციებისას, სხვადასხვა დროს არის დაკავებული დაახლოებით 400 ადამიანი, 50 ამ დრომდე ციხეში რჩება. 125-დღიანი პროტესტის დროს გადაღებული ყველა სურათი და ვიდეოკადრი აჩვენებს, რომ ის არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, თუმცა ეს ხდება, რადგან ჩვენ საქართველოში აღარ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილმა […]
რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა! ყველა მხარე მოგებული დარჩა, პირადად სააკაშვილის ჩათვლით, წააგეს ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, ზოგადად საქართველომ! – წერს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი. მისივე თქმით, სად დაიწერა სცენარი – ეს შეკითხვა ღიად რჩება. “და […]
“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებული „უსაფუძვლო გამოძიების” ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ის მზად არის, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოცხადდეს. „თბილისის პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი მარტა ყიყინაშვილი. მოწმის სახით სურთ ჩემთან გასაუბრება. პირველ რიგში, მათ მიერ გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული, თუ რომელი სისხლის სამართლის […]
მეათე არჩევნები გვიახლოვდება და იმ პოლიტიკური მიდგომებით, რასაც ვუყურებთ ამ წლების განმავლობაში და რაც ვნახეთ გუშინ, არამგონია ჩვენს ოპოზიციას რაიმემ უშველოს, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა წამყვანმა მას ჰკითხა, რა აჩვენა 31 მარტის შეკრებამ რუსთაველის გამზირზე, გამოჩნდა ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის შანსები, კონკრეტული გეგმა, პროტესტის განგრძობითობა, თუ უშანსობა. „როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, […]
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ყაველაშვილის თქმით, ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს. „დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღეა. მოხარული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან და ჯარისკაცებთან ერთად, სენაკის […]
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ რაც ჩაიდინა, არის სამარცხვინო, მაგრამ ესეც არ არის ახალი, რადგან 13 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა. ჩერგოლეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში ახალი არის ის, რომ ცდილობს მოჯადოებული წრის გარღვევას და შეთანხმებების მიღწევას. „არსებობს ასეთი ძალიან კარგი […]
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არც ლიდერია, არც ლიდერული თვისებები გააჩნია და შესაბამისად, ის ოპოზიციის გამაერთიანებელი ვერ იქნება. როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ზურაბიშვილი არც ხელისუფლებისთვისაა საინტერესო და არც ოპოზიციისთვის. „სალომე ზურაბიშვილი როგორც ჩვენთვის არ არის საინტერესო, ისე იმ რადიკალური დაჯგუფებისთვის. ის მათთვის საინტერესო იყო მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა. ზურაბიშვილი არც ლიდერია, […]
გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით – მოველი, საელაჩოების მხრიდან, შენობაზე თავდასხმის დაგმობას, მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც ის აცხადებს, ენჯეო „ადამიანის უფლებათა სახლი“, პარლამენტთან ძალადობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ჩართულ აქციების მონაწილეებს, დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში ეხმარება. […]
შემოვდივარ წინადადებით, ვაცადოთ კიდევ, 8 აპრილს შევიკრიბოთ და აღარ დავიშალოთ, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „ჩვენ ასე თუ გავაგრძელეთ და ეგეთი ტემპებით თუ ვიარეთ წინ, მალე ქვეყანა აღარ გვექნება და ვიქნებით სადღაც გადაკარგულში. გამოვდივარ წინადადებით, გადაეცით ყველას, ვინც ხართ მომხრე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ხომ ხედავთ, ვერც პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, […]
თუკი ამ ქვეყანაში და დღეს ოკუპაციის პირობებში, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პირობებში, ვინმე მართლა დადის, რომელიც დაიჯერებს, რომ ყაველაშვილი შეიძლება ჩავიდეს 9 მაისს მოსკოვში, ამ ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს ჩემი აზრით. შეიძლება ბევრ ადამიანზე ვსაუბრობ და ყველასთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ჩემი აზრია და ნუ გამკიცხავთ ძალიან, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის […]