გიორგი გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოქმედებდა არა საქართველოს პარლამენტის მიერ მინიჭებული მანდატით, არამედ ფარულად, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით და წუთების დონეზე შეთანხმებულად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებული განცხადებებს ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი […]
საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველი ხალხი აგენტურულ პარტიებს საკადრისი პასუხს გასცემს, შემდეგ მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი. „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, […]
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის საზაფხულო შეტევა „მარცხისთვის არის განწირული“: კრემლს უკრაინის ახალი ტერიტორიის დასაპყრობად ძალა არ შესწევს“ (ავტორი – ვერითი ბოუმანი, საკუთარი კორეპონდენტი კიევში). როგორც პუბლიკაციაშია ხაზგასმული, რუსეთის არმიას უამრავი პრობლემა აქვს, მისი ბრძოლისუნარიანობა დაეცა და, შესაბამისად, კრემლის გეგმები უკრაინის ახალი ტერიტორიების დასაპყრობად ვერ განხორციელდება. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე […]
ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული – არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი! – ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მაკო გომურს ზუსტად ისე იყენებენ კომისიაზე, როგორც მას „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს. „ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, თუ ეს […]
სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც 20 ივნისის მოვლენებზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა. გახარიას განმარტებით, მან მხოლოდ ცრემლსადენის გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა. „ბრძანება სპეციალური […]
დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად. ისინი ამახინჯებენ როგორც დასავლეთის, ისე დემოკრატიის იდეას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „როგორც აღმოჩნდა, მცირე ნაბიჯი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოებიდან არაცივილურ საზოგადოებამდე“. „ორი დღის წინ, გვიან ღამით, რადიკალური ოპოზიციის აგრესიული […]
ქართული ენა ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი წინაპრები თავდადებით იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. აღნიშნული პოსტით იგი დედაენის დღეს ეხმიანება. „1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ზუსტად 47 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის […]
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 14 აპრილს ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ, კერძოდ, „მსურველთა კოალიციის“ ინიციატივას უკრაინაში უცხოური სამხედრო მისიის შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებით, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის მომზადებას და მასზე ზეწოლის სხვა საშუალებებს. ამის შესახებ European Pravda-ს კორესპონდენტს ანონიმურობის პირობით ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელიც სხდომის მომზადების პროცესის შესახებ ინფორმირებულია. სააგენტოს წყარომ […]
სტივ უიტკოფი ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დასამყარებლად ამერიკის პრეზიდენტს კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს. ინფორმაციას გამოცემა “როიტერი” სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გავლენიანი მედია წერს, პეტერბურგში გამგზავრებამდე დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, 47-ე პრეზიდენტს სტრატეგია წარუდგინა, რომლის მიხედვითაც კრემლი უკრაინის 4 ოლქს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მიიღებს. ტრამპის პასუხი უცნობია. ოფიციალური განცხადება არც ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის შემდეგ […]
ტრამპმა რუსეთის საზიანო აქტივობებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წევრებს შეატყობინა. კერძოდ, საუბარია ჯო ბაიდენის მიერ 2021 წლის 15 აპრილს აღმასრულებელ ბრძანება 14024-ში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე, რომელიც რუსულ საზიანო საგარეო აქტივობებს უკავშირდება. აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საზიანო აქტივებში იგულისხმება რუსეთის მცდელობები, ჩაერიოს შეერთებული შტატებისა და […]