1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა

პოლიტიკა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის სტანდარტს არ შეესაბამება – გია ვოლსკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენებზე

Admin Tamuna
0
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენების განხორციელება არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას გააჩნია. ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება. უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ მოიწვია და აქ ყოფნა დაუკანონა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩის, ალხას კვიცინიას განცხადებას გამოეხმაურა. […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

“ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი, შეიძლება ითქვას, სრულიად საწინააღმდეგოც კი”-რას ამბობ უჩა ნანუაშვილი რუსი “პრანკერები” გადაცემა “ანტი-ფეიკში”გასულ სიუჟეტზე?

Editor Dali
0
ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს, რომ საუბრის თარგმანი დამახინჯებულია. როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რუსეთის არხზე გასული სიუჟეტი არის დამონტაჟებული, ორიგინალში კი აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი. „ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება სხვადასხვა სიუჟეტი, რამაც გამოიწვია პუტინის, დუგინისა და გავრილოვის ფანების […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

„უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს თავისი კონსტიტუციის შესაბამისად“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის მხრიდან ყირიმთან დაკავშირებით მისი განცხადებების კრიტიკას გამოეხმაურა და გაიხსენა ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება რუსეთის ანექსიის არაღიარების შესახებ. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ გაიხსენა უკრაინის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლების შეხვედრა ლონდონში და დასძინა, რომ „დღეს ბევრი ემოცია იყო“. „ჩვენ მადლობელი ვართ […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

,,უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არასწორი მიმართულებით მოძრაობს”- კეროლაინ ლევიტი

უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არასწორი მიმართულებით მოძრაობს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. „პრეზიდენტი იმედგაცრუებულია. მისი მოთმინება იწურება. მას სურს, გააკეთოს ის, რაც სწორია მსოფლიოსთვის. მას სურს მშვიდობის დამყარება. მას სურს სიკვდილიანობის შეწყვეტა, მაგრამ ამისთვის ომის ორივე მხარე უნდა იყოს მზად. და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ლევიტმა […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

გლობალური პარტნიორობის განმტკიცება საქართველოსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია – ირაკლი კობახიძე გაეროს ელჩებთან შეხვედრაზე

Admin Tamuna
0
ჩემთვის პატივი იყო გაეროში მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა და თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მათთან ნაყოფიერი საუბარი, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ში. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური პარტნიორობის განმტკიცება საქართველოსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია. „ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას და მადლიერები ვართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველით მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

მიხეილ ყაველაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

Admin Tamuna
0
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართა, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნული საკითხის ეუთოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია – ცვლილება 18 კანონში შედის

Admin Tamuna
0
უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია. ცვლილება 18 კანონში შედის, რომელთა შორის არის: – “საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონი, “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონი, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

Editor Dali
0
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს გენერალურ მდივანსა და დელეგაციის წევრებს  მიაწოდეს ინფორმაცია როგორც გასული წლის არჩევნების, ისე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ელექტრონული […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

გენერალური მდივნის ვიზიტი ცივი წყლის გადავლებაა ოპოზიციისთვის იმ პირობებში, როდესაც ეუთო არჩევნების ერთ-ერთი მაღალრეიტინგული არბიტრია -ნინო წილოსანი

Editor Dali
0
გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი ცივი წყლის გადავლება იყო ოპოზიციისთვის, იმ პირობებში, როდესაც ეუთო არჩევნების ერთ-ერთი მაღალი რეიტინგული არბიტრია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ საარჩევნო შედეგს, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში იყო წარმოდგენილი. „როგორც გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ის მოწადინებულია საქართველოსა და ეუთოს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ეუთოს გენერალური მდივანი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

Editor Dali
0
ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ფერიდუნ სინირლიოღლუ უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს. შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ეუთოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისსაც ეწვია, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ