უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები იფუთებოდა ისე, თითქოს კეთილ პროექტს აკეთებდნენ, მაგრამ თანხების 90% ზიზღის კამპანიაში და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაში იხარჯებოდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ბრიტანეთის საელჩოს მიმართა, გაასაჯაროოს, თუ ვის და რა თანხით აფინანსებდა არჩევნების დროს. თბილისის მერის თქმით, მსგავსი დაფინანსებების მიზანი ქვეყანაში რევოლუციის […]
შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. ეს ომი არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტია, არამედ ფართო რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვის საფუძველი გახდა. შავი ზღვის რეგიონი, რომელიც ისტორიულად სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად ითვლება, დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით. ომის დაწყებისთანავე, შავი ზღვის სანაპირო […]
დღეს „ოცნების” დაპირებული მშვიდობისა და სამართლიანობის ნაცვლად, ძალადობა და უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები მივიღეთ, – ამ განცხადებით გამოეხმაურა პარტია ”გახარია საქართველოსთვის” აქციების პერიოდში დაკავებულ მათე დევიძის მიმართ დღეს გამოტანილ განაჩენს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უსამართლობის, უთანასწორობის, უიმედობისა და ძალადობის გამო, ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ. “დღეს 21 წლის მათე დევიძეს მურუსიძის სასამართლომ 4 წელი პატიმრობა მიუსაჯა. ამ […]
ახლა მტრები ისევ ხროვად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ იოლი მსხვერპლი ეყოლებათ. როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც რუს ხალხს რუსეთის დღეს მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც ღირსეულად უპასუხებს. „მთელი გულით გილოცავთ დღესასწაულს, […]
ბულინგის ეს ფორმა ეროვნული სირცხვილია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს – ეს არის საკმაოდ გათვლილი, კონსპირაციული სცენარი და გეგმა, რომელსაც კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს, რომლებმაც იციან როგორ უნდა მოიქცნენ, ტელეფონი რომელ ხელში უნდა ეჭიროთ და რა დაწერონ ისეთი, რომ ადამიანზე ფსიქოლოგიურად იმოქმედოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. აღნიშნულით იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში, […]
კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია ვაინახებს მიმართავს: მიმართვის ტექსტს “ჯორჯიან თაიმსი” სრულად გთავაზობთ. “გამარჯობა, ძმებო და დებო ვაინახებო. მაქვს პატივი მოგმართოთ და გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს ქვეყნებში, ოჯახებსა და პირად ცხოვრებაში. მიმართვა ეხება გაურკვევლობას და პატარა პრობლემას ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის, რომელიც ბრძენი ვაინახი უხუცესების ძალისხმევით არ გადაიზარდა კონფლიქტში. დიდება უფალს ამისათვის. ჩეჩნებს წყენა აქვთ […]
„ჩვენთვის მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპარლამენტარების განცხადების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია იყო. „არ მიკვირს, რომ ზოგიერთი გაზულუქებული ევროპარლამენტარი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილს […]
ბრიტანეთის საელჩომ საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილისა და პროპაგანდის დაფინანსებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ „ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მთავრობისგან ნებართვას ითხოვდა, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები დაეფინანსებინა“. „მგონი, ბრიტანეთის საელჩო ფიქრობდა, რომ რაღაც ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი, ვინაიდან ამხილა საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, […]
მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილისა და ზიზღის წახალისებისგან, ეს არის ის, რაც ნამდვილად არ სჭირდება ქართულ საზოგადოებას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. „სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამახალისებელ ნაბიჯებს, რაც ძალიან […]
საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს. ვერავის მივცემთ საშუალებას, ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დაუპირისპირებენ. „საქართველოში მიმდინარეობს სიძულვილის, ზიზღის კამპანია. მხოლოდ საქართველოსთვის არ არის ეს დამახასიათებელი. ასეთი კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უნგრეთიც არ არის ამ […]