საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ გუშინდელი თავდასხმის შედეგად ირანში, ისპაანის ატომურ ელექტროსადგურზე ოთხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენობა დაზიანდა, მათ შორის ურანის გადამამუშავებელი ქარხანა. „ნათანზის მსგავსად, სადგურის გარეთ რადიაციის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
დღეს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ირანსა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობა განიხილეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით დამირეკა, რათა ძალიან თბილად მოელოცა დაბადების დღე, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისაუბრა ირანზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. ის, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ ეს ომი ისრაელ-ირანს შორის […]
1. ისრაელის შეიარაღებული ძალების (IDF) მოკლე ანალიზი ისრაელის შეიარაღებული ძალები (Israel Defense Forces – IDF) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ, ორგანიზებულ და გამოცდილ სამხედრო სტრუქტურას მსოფლიოში. მისი უნიკალური სტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე – გეოპოლიტიკური გარემო, მრავალწლიანი კონფლიქტები მეზობელ ქვეყნებთან, ტერორიზმის საფრთხე და მცირე ტერიტორიული რესურსები – IDF მუდმივად ვითარდება როგორც ტაქტიკურად, ასევე ტექნოლოგიურად. სტრუქტურა და სავალდებულო სამხედრო […]
ისრაელური წყაროების ცნობით, აშშ ისრაელს პარასკევს საღამოს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა. CNN-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, რეგიონის სხვა ქვეყნებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის საჰაერო თავდაცვას. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ეს მხარდაჭერა მსგავსი იყო იმისა, რაც ირანის წინა თავდასხმების დროს განხორციელდა. 2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო საშუალება გაუშვა, მათ შორის დაახლოებით 170 დრონი და 120-ზე […]
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს, საელჩო მოქალაქეებს აუცილებელ ნაბიჯებს ახსენებს. „წითელი განგაშის“ სირენის ჩართვის შემდეგ – დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი. იცოდეთ თქვენთვის უახლოესი თავშესაფრის ან დაცული […]
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საჯარო სივრცეში პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფის ფაქტები პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. „როდესაც თავს უფლებას აძლევ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ბინძური სიტყვებით, შეურაცხყოფა მიაყენო პოლიტიკოსებს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე საჯარო სივრცეში გაავრცელო ისეთი ინფორმაცია, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, მიუხტე მცირეწლოვანი ბავშვებით მყოფ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ […]
„ქართული ოცნების“ მიერ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე და ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროკავშირი-საქართველოს ინტერაქციის სამომავლო ჩარჩოზე სერიოზულ განხილვას, – ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ქართული ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილება დააპატიმროს ნიკა გვარამია, პოლიტიკური ოპონენტი და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ პარტიის ლიდერი, აღსანიშნავი დემონსტრაციაა თუ რეალურად რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური […]
პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე 16 წლის მოზარდის მდინარე ლიახვში დახრჩობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, მან და მისმა გუნდის წევრებმა 2018 წელს დაიწყეს კამპანია “იცურე მშვიდად”, რომელიც წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის შემცირებას ისახავდა მიზნად, თუმცა, ანა დოლიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტები საზოგადოების უსაფრთხოებისთვის არაფერს აკეთებდნენ. „მორიგი უმძიმესი ტრაგედია. ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოს […]
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელს, ხოლო ირანზე განხორციელებულ დარტყმებს „ძალიან წარმატებული თავდასხმა“ უწოდა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ისრაელს, ცხადია და მხარს ვუჭერდით ისე, როგორც არავის არასდროს დაუჭერია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. „ირანს უნდა მოესმინა ჩემთვის, როცა ვთქვი – იცით, მე მივეცი მათ, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ […]
ისრაელის მიერ დაწყებული ოპერაციის სახელი Rising Lion ბიბლიური ალუზიაა და ნიშნავს ლომს, რომელიც გააღვიძეს, რომელიც წამოიმართა და ბოროტებას დაამარცხებს.” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ ქართულ მედიაში ოპერაციის სახელად ვრცელდება აღმავალი ლომი, რაც მექანიკური თარგმანია და არაფერს ნიშნავს. “ამ მძიმე და დაძაბულ წუთებში შეიძლება ამის […]