ანუ? რა გავიგეთ? სწორია: მერამდენედ არაფერი. რა საჭიროა ეს მიკიბ-მოკიბვა, როდესაც ჭეშმარიტების გზა მარტივი დასანახია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა. კიდევ ერთ პოსტში ანა წითლიძე საუბრობს იმ ყველაფრის შესახებ, რასაც, მისი შეფასებით, ნამდვილი ლიდერი იტყოდა. „რას იტყოდა ნამდვილი ლიდერი: უარი […]
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ფარსში მონაწილეობას“ არ აპირებს. კერძოდ, გიორგი ვაშაძე ეხმაურება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომას, რომელზეც კომისიის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის გარდა, იგეგმება პოლიტიკოსების – მამუკა ხაზარაძის და ნიკა გვარამიას ჩართვაც, რომელთაც უკვე განაცხადეს წერილობითი უარი. „წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე. კარგად […]
გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის მიერ პარლამენტთან მოშიმშილეების მონახულებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებას იზიარებს. „არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც, აი, ასე მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს. მაგრამ თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ […]
ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო – პოპულარიზდება გარემო:„ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ”, ეს მენტალიტეტი„2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, მსგავსი მენტალიტეტი დემოკრატიას ეწინააღმდეგება. „ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს – პარლამენტში„ქართული ოცნების” ყოფილი წევრს. პოპულარიზდება„ჩვენთან თუ არ ხარ, […]
ირანში გადაწყვიტეს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის ბირთვულ ობიექტებზე შესვლა აუკრძალონ, ასევე სააგენტოს მიერ ობიექტებზე განთავსებული სათვალთვალო კამერები მოხსნან. „პოლიტიკო“ ცნობით, მიზეზად დასახელდა ის, რომ ამ გზით ისრაელმა „ბირთვული ობიექტის მონაცემები“ მოიპოვა. მედია წერს, რომ მანამდე თეირანმა ატომური ენერგიის სააგენტოს ნება დართო, შესულიყო და შეემოწმებინა ბირთვული ობიექტები, ასევე გამოეყენებინა სათვალთვალო მოწყობილობები, რაც მნიშვნელოვანი ვალდებულებაა […]
„ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე განთავსდა. როგორც ხაზარაძე წერს, ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვისა და გაერთიანებისთვის ბრძოლა გრძელდება. ამასთან, ხაზარაძის თქმით, ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშარების. „წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას. ანას, ნიკას, ელენეს, სოფოს, იოანეს, ასეთ წერილს პირველად გწერთ ყველას […]
შრომითი კუთხით ჩვენ ვცდილობთ, რომ მიგრანტებთან დაკავშირებით იყოს სწორი საკანონმდებლო რეგულაციები, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რომელმაც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე განმარტება გააკეთა. „ჩვენ ვქმნით ისეთ პირობებს, რომ არალეგალი მიგრანტების თავშეყრის ადგილი არ იყოს საქართველოში და ამ მხრივ მოხდეს რეგულაციების გამკაცრება. ხდება კანონმდებლობის სრულყოფა, რომელიც მიგრაციასთან […]
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვებით მიმართა. სოზარ სუბარმა ისაუბრა მაგისტრალური პროექტების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი რეგიონის განვითარებისთვის. „ბატონო პრემიერო, აქ შევეხები მაგისტრალურ გზებს, რომლებზეც უკვე ისაუბრეთ. რამდენიმე მაგისტრალური გზა გადის ქვეყანაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი. ესენია: ქვეშეთი-კობის გვირაბი, რომელიც მალე დასრულდება; თბილისიდან ბათუმთან დამაკავშირებელი […]
რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. ნიკა მელიას განცხადებით, „რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად […]
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში მიღებით, ევროკავშირი „ომსაც მიიღებს“. ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ომისა და არასტაბილური ფრონტის პირობებში გაურკვეველია, როგორია უკრაინის საზღვრები და მოსახლეობა. „სად არის მისი საზღვრები? მოსახლეობა გაიქცა. არ ვიცით, რამდენი ადამიანია დარჩენილი და რამდენი იქნება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.