დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, ეს არის დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, დე ფაქტო ხელისფულებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს, ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. „მრავალკვირიანი მოლაპარაკებების მცდელობების, კომუნიკაციის, იმედის პირობებში, ჩვენ […]
თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი,“ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება უარყო. შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციას აღნიშნული შეთავაზებით არავინ ევაჭრება და მათ გზა შესთავაზეს. “არავინ ევაჭრება, გზა შესთავაზეს. თუ ამ მათთვის […]
ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ირანი არ თანხმდება ბირთვული პროგრამის გაუქმებაზე. ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკული დარტყმების შედეგებიც გაურკვეველია. მთლიანად განადგურებულია თუ მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანებულია ირანის ურანის წარმოების ობიექტები? ამ საკითხმა შეერთებულ შტატებში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მწვავე დებატები გამოიწვია. ირანი გაურკვევლობის ფაქტორს იყენებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ […]
მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე. ყაველაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ყველა პარტიამ შეძლოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება. „ზუსტად სამ თვეში, […]
დონალდ ტრამპთან ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე საჰაერო თავდაცვაში და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. შესაბამისი განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპტან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ამასთან, ზელენსკის თქმით, დეტალურად ისაუბრეს თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობებზე და ერთობლივ წარმოებაზე. ზელენსკის განცხადებით, შეთანხმდნენ უკრაინა-აშშ-ს გუნდების შეხვედრაზე. “ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა აშშ-ის […]
ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. პრემიერის თქმით, ქვეყნის შიგნით ქართველი ხალხის ნებას ვერ ეგუება შიდა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა მათი პოზიციები არავისთვის არის საინტერესო. „ქვეყნის შიგნით ვინ ვერ ეგუება ქართველი ხალხის ნებას, ეს ცხადი და გასაგებია. […]
ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოების ძალიან მყარი მხარდაჭერა, უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე – 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი, ჩავარდა ყველა რევოლუციური მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხის პოზიცია არის ქვეყნის […]
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტია „ლელოს“ მიმართავს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიას გადასაწყვეტი აქვს, ან არის ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ან არის ქართველ ხალხთან ერთად. მისივე განცხადებით, „არჩევნებში მონაწილეობა იქნება სინდისის პატიმრების ღალატი“. „მივმართავ პარტია „ლელოს“ – ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა. გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში […]
ეუთო არ არის თანამოაზრეების ორგანიზაცია, ჩვენ არ ვართ ნატო, არ ვართ მოკავშირეები, ეს ორგანიზაცია შეიქმნა მტრებს შორის, ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები 1975 წელს, საქმე გვაქვს ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ უთანხმოებები, ქვეყნებთან, რომლებმაც დაარღვიეს ჰელსინკის მთელი დასკვნითი აქტი, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, ამ ორგანიზაციაში ქვეყნების გაძევების ტექნიკური […]
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე პორტოს დეკლარაცია მიიღო. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი მოიცავს საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა“. რეზოლუციის თანახმად, „ასამბლეა შეშფოთებულია […]