ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ, რეალურად, არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან. „ეს […]
ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და, რა თქმა უნდა, ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2008 წელს სააკაშვილმა თვითონ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. „საგამოძიებო კომისიამ იმუშავა ამ […]
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ოთხი წლის შემდეგ საქართველო და თბილისი კიდევ უფრო ლამაზი, განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე იქნება, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ […]
ეს ადამიანები იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის, – ასე წარადგინა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ადგილობირივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული კანდიდატები დაიცავენ მომავალში მოსახლეობის ინტერესებს თბილისის საკრებულოსა და მერიაში. „გაგაცნობთ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომელთა დიდ ნაწილს უკვე კარგად იცნობთ, ნაწილი კი ახალი სახეებია. ჩემო […]
დონალდ ტრამპს შესაძლოა მართლაც სურს უკრაინაში მშვიდობის დამყარება – რუსეთის თანხმობის მიღწევა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ჩინეთის ნეგატიური პოზიციით გამოიხატება, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სი ძინპინი არ დაუშვებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დათანახმდეს“ (ავტორი – რებეკა კოფლერი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ექს-თანამშრომელი). „ჩინეთს აშშ-სა […]
ბოჭორიშვილი: როდესაც ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა საპასუხო რეაქციას, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებდა ქვეყნის უსაფრთხოებას როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და გარკვეულ რეაგირებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებდა ჩვენი […]
გერმანია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც ემსხვერპლა […]
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან და ევროპელ პარტნიორებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ახლა უფრო მეტად არის განწყობილი ცეცხლის შეწყვეტისადმი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. „ჩვენ განვიხილეთ ის, რაც მოსკოვში [პუტინი-უიტკოფის შეზვედრაზე] გაჟღერდა. როგორც ჩანს, რუსეთი ახლა უფრო მეტად არის განწყობილი ცეცხლის შეწყვეტისადმი. მათზე ზეწოლა მუშაობს, მაგრამ მთავარია, რომ დეტალებში არ მოგვატყუონ, არც […]
გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ხელწერად იქცა ქართული მართლმსაჯულების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება და თავდასხმა. „გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას. ხაზი გაესვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებში.