1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა

პოლიტიკა

ცესკო იმ პარტიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-ს რეგისტრაციისთვის მიმართეს

Admin Tamuna
0
ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ პარტიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო-ს რეგისტრაციისთვის მიმართეს. ცესკო-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ცესკო-ს 17-მა პარტიამ მიმართა, მათგან 14 უკვე რეგისტრირებულია, სამი კი განხილვის პროცესშია. არჩევნებისთვის უკვე რეგისტრირებული არიან პარტიები: „ქართული ოცნება“, „ძლიერი საქართველო – ლელო“; „გახარია საქართველოსთვის“; „გირჩი“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „კონსერვატორები საქართველოსთვის“; „მამული, ენა, სარწმუნოება“; […]

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირთულია უდიდესი გულისტკივილით, რაც უკავშირდება 17 წლის წინ განხორციელებულ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას – ახვლედიანი

Admin Tamuna
0
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, გამოხატა თანაგრძნობა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ […]

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკის შედეგები უმძიმესი იყო, მათ შორის მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს -კახა კალაძე

Editor Dali
0
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგები უმძიმესი იყო, მათ შორის მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებში იკვეთება სხვა ქვეყნის თუ დაჯგუფების ინტერესები. „უმძიმესი იყო შედეგები იმ პოლიტიკისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა. მინდა, ხაზი გავუსვა იმ უმძიმეს რეზოლუციას, რომელიც ამ ომის შემდეგ იყო მიღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ […]

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

გმირების ოჯახების რეაქციისა და კომისიის ვერდიქტის უნდა ეშინოდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყველა განშტოებას და მფარველებს -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
გმირების ოჯახების რეაქციის უნდა ეშინოდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყველა განშტოებასა და მფარველებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია საბოლოო ვერდიქტს დადებს. „სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი უნდა ძრწოდეს, უნდა ეშინოდეთ გმირების ოჯახების რეაქციის. სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოში […]

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, არაფერი ამართლებს რუსეთის ქმედებას -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – იაკობაშვილი, ლომაია და სხვები საუბრობდნენ, რომ ისინი სეპარატისტებთან აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს და მადლობას უხდიდნენ რუსეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20პროცენტი და, რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას. „ჩვენ რომ ხვალ ცხინვალში ან სოხუმში შევიჭრათ, ეს […]

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს სამშობლოს ღირსება -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია, ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 8 აგვისტო არის ტრაგიკული […]

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება -მიხეილ ყაველაშვილი

Editor Dali
0
დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეროვნულ გმირებს, მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა. ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება. „მათი ხსოვნა მარადიულია. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება. ეს არასდროს უნდა დაისვას კითხვის ნიშნის […]

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც 33 წლის წინ, აფხაზეთის ომისგან მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ისტორია კარგი მასწავლებელია, ვიდრე ის ახსოვთ, ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას და მრავალათასწლოვან მატიანესაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც 33 წლის წინ აფხაზეთის ომისგან მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა. ომი და სისხლისღვრა ყოველ 15 წელიწადში ერთხელ… ომები, რომლებიც წარმოშობენ სამშობლოსთვის თავდადებულ […]

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

08.08 -2008 – აგვისტოს ომის ქრონიკა

Editor Dali
0
აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.  5-დღიანი ომის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი. 2008 წლის 26 […]

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? – სამარცხვინოა, მათი მიზანია საზოგადოების გახლეჩვა ყველაფერში-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და ათი წლის შემდეგ გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების თარიღად სააკაშვილის პარტია 8 აგვისტოს აღნიშნავდა და ეს ყველაფერი […]

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები და დაშავებულები