24 დიპლომატიური წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადება საქართველოში პოლონეთის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობები გმობენ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს და მოუწოდებენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. „ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, […]
ჩინეთის გაზეთ South China Morning Post-ის (იბეჭდება ჰონკონგში) 6 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეუძლიათ თუ არა რუსეთს, ინდოეთს და ჩინეთს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აზიაში სტაბილიზაციის მისაღწევად?“ (ავტორი – საგინა ვალიათი). „ახალი რეალიზმი სამი ქვეყნის ურთიერთობებში შეიძლება გასაღები გახდეს აზიაში რეალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იმ დროს, როცა მსოფლიო სულ უფრო მრავალპოლუსიანი ხდება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. გთავაზობთ […]
„გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კორუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს კუთვნილი სახლი მიქირავებული, რომელიც მისივე პარტიის კამპანიაში უშუალოდ მონაწილეობს და ღიად მტრობს ჩვენს ქვეყანას, გაირკვა, რომ ხაზარაძე წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს ქონების გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლებიდან“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ხაზარაძე სახლის იჯარიდან მიღებულ შემოსავალს […]
ზელენსკიმ და ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „პროდუქტიული საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, საკვანძო ფოკუსით, რა თქმა უნდა, ომის დასრულებაზე. მადლობელი ვართ აშშ-ის პრეზიდენტის სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ ყველა ძალისხმევისთვის. ნამდვილად აუცილებელია მკვლელობების რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, და სრულად ვუჭერთ მხარს. უკვე ბევრი თვე შესაძლოა გასულიყო […]
ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების COSAC-ის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მოწვევაზე უარის თქმა საქართველოს პარლამენტის COSAC-ის შეხვედრაში მონაწილეობის უფლების დარღვევაა – საქართველოს მთავრობას არასდროს განუცხადებია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აჩერებს! პირიქით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა შეასრულოს კანდიდატი ქვეყნის წინაშე არსებული მოთხოვნები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დანიის პარლამენტის […]
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ. “საქართველოს კონტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუქტის „გ” ქვეპუნტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2025 წლის 4 ოქტომბერს”,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის N05/08/01 განკარგულებაში.
მოსიარულე ტერორისტია ბელგიაში, სად იყურება ბელგიის მთავრობა ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ხედავენ, რომ მათ ქუჩებში მოსიარულე ტერორისტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების და არამხოლოდ ხელისუფლების, მათ შორის, საეკლესიო პირების მკვლელობით იმუქრება?!, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მამუკა ჯუღელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, სადაც ის წერს: „სია, ვინ უნდა მოვკლათ, თუ გვინდა რომ […]
ჩვენ ვნახეთ ბოლოს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელშეკრულებადადებული იმ კომპანიასთან, რომელიც შემოწირულობებს აკეთებს ჯო უილსონის კამპანიისთვის. ასე რომ, აქაც ამერიკაში მოქმედმა გამჭვირვალობის კანონმა, „რუსულს“ რომ ეძახიან, ზუსტად „რუსულმა კანონმა“ უშველა ამერიკას და გაასაჯაროვა ის ფინანსური კავშირები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „აშშ-ში მოქმედი კანონით ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვეგო ეს ფინანსური კავშირები. ისიც […]
„მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, რომ მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ხაზარაძე ხელს ელჩ ფიშერისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას, სამი წელი, ეგონა, რომ ელჩს უნდა გადაეხადა ხაზარაძის საშემოსავლო გადასახადი. […]
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა რუს „ქორს“ „ბირთვული მატყუარა“ უწოდა“ (ავტორი – ენდრიუ ბლომფილდი), რომელშიც რუსეთის ექს-პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების ფონზე კრემლისა და თეთრი სახლის ურთიერთდამოკიდებულებაა განხილული. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ჩვეულებრივ, როცა აშშ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, ვლადიმერ პუტინი სწრაფ რეაგირებას ახდენს იგივე ფორმებითა […]