1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

238
0

რუსეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება მკაცრად შეასრულონ 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებები, – ამის შესახებ სოჭში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია.

 

მასში აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმებების შესრულებაზე მზადყოფნას ადასტურებენ, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზაციის, მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღინიშნა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ძირითადი წვლილი მისი განლაგების ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რუსი მშვიდობისმყოფელების ძალისხმევის აუცილებლობას რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

 

ქვეყნის პირველი პირები შეთანხმდნენ, რომ თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისა და მუქარისგან, განიხილონ და გადაწყვიტონ ყველა პრობლემური საკითხი მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე გაეროს ქარტიისა და 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის შესაბამისად.

 

“რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად აქტიური მომზადების მნიშვნელობას. არსებული მიღწევების საფუძველზე, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდეს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების ძიება. ამისთვის რუსეთის ფედერაცია ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევს”, – აღნიშნულია განცხადებაში