1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მსოფლიოს მეორე არმია“ ოცდამეორეც კი აღარ არის”-ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ არმიაზე
“მსოფლიოს მეორე არმია“ ოცდამეორეც კი აღარ არის”-ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ არმიაზე

“მსოფლიოს მეორე არმია“ ოცდამეორეც კი აღარ არის”-ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ არმიაზე

402
0

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული არმიის დაბალ ეფექტურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე მას „მსოფლიოს მეორე არმიას“ უწოდებდნენ, ახლა უკვე ოცდამეორეც აღარ არის.

“ჩვენმა საჰაერო ძალებმა დღეს კიდევ ოთხი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს: სამი Ka-52 და ერთი Mi-8 ტიპის. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. მაგრამ უკვე ახლა, ყოველ ათ დარტყმაზე, ტერორისტებს უწევთ მინიმუმ ოთხჯერ მეტი რაკეტის დახარჯვა. რუსეთს კიდევ უფრო უარესი შედეგი აქვს დრონებთან დაკავშირები, მათ შორის ირანელი თანამზრახველების მიერ მიწოდებულ დრონებთან დაკავშირებით და მსოფლიო ხედავს ამას. ხედავს, რომ„მსოფლიოს ყოფილი მეორე არმია“ თავისი ეფექტურობით ოცდამეორეც კი აღარ არის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის მეორე ასეულში მოხვდეს და ასეც იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს 31 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე.