1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას – იან კელი
აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას – იან კელი

აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას – იან კელი

246
0

საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ კრემლისტურ ნარატივს, თითქოს აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

 

“ძალიან შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა – მმართველ პარტიაში ხელმძღვანელი პირები აბრალებენ აშშ-ის ელჩს ისეთ რაღაცას, რაც არის სიყალბე. აშშ არც ერთი ფორმით არ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს უკრაინის ომში. ეს გახლავთ მარტივად – სიყალბე. მე სრულიად ვუჭერ მხარს ჩემს მეგობარ ელჩ დეგნანს მხარს და ვცდილობ უარვყო, რომ აშშ-ს გააჩნია რაღაც მსგავსი განზრახვა…

 

თუ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ისეთ მოძრაობას, რომელიც შეეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებს, დაეხმაროს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, მას დახვდება ძალიან ნეგატიური შედეგები”, – ამბობს იან კელი.