1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი საერთაშორისო საზოგადოებამ დაუჭირა – ნაჩო სანჩესი
რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი საერთაშორისო საზოგადოებამ დაუჭირა – ნაჩო სანჩესი

რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი საერთაშორისო საზოგადოებამ დაუჭირა – ნაჩო სანჩესი

235
0

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას შესაბამისი პირობები, რათა მათ შეუერთდეს ოპოზიცია და შესრულდეს 12 პუნქტი.

 

ევროპარლამენტარის თქმით, ეს არის საკვანძო საკითხი ქვეყნისთვის.

 

„პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ არის, რომ არ მოხდეს პოლარიზაციისთვის ხელის შეწყობა. გადაწყვეტილება საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებული სტატუსის მინიჭების შესახებ პოლიტიკური შეცდომაა. ცხადია, ეს ქმნის მეტ პოლარიზაციას. უპირველეს ყოვლისა, თავიდან უნდა იქნას აცილებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა, პოლარიზაცია გამოიწვიოს, რადგან ერთი საკითხია, თუ რას ვიფიქრებთ აქ, თუმცა პრობლემაა ის, თუ როგორ მიიღებენ ამ ყველაფერს საქართველოში.

 

მეორე ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ გარკვეული პირობების შექმნაა. ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ამისთვის გაერთიანებაა საჭირო. ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, რათა 12-ვე პუნქტი შესრულდეს, რადგან ახლა არის მომენტი, როცა არ აქვს მნიშვნელობა, რა იყო მანამდე. ამიტომ აქ არ არსებობს განსხვავებული სცენარი.

 

მთავრობამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები. ცხადია, ეს არის ლეგიტიმური არჩევნების შედეგად დანიშნული მთავრობა, რასაც საერთაშორისო საზოგადოებაც აღიარებს, ამიტომ მთავრობამ უნდა მოიწვიოს ოპოზიცია დიალოგისთვის და ოპოზიცია უნდა შეუერთდეს მას, რათა ამ დიალოგში მოხდეს იმ შესაძლებლობების გამორკვევა, რომელიც ამ ვალდებულებების შესასრულებლად თითოეულ მხარეს აქვს. ის, რასაც მე ვერ ვხედავ არის უცნაური იდეა ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ. რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი საერთაშორისო საზოგადოებამ დაუჭირა. ხელისუფლებაში ლეგიტიმური მთავრობაა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, ქვეყნის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები.

ხელისუფლებას მოვუწოდებ, შექმნას შესაბამისი პირობები, რათა მათ შეუერთდეს ოპოზიცია და მოხდეს 12 პუნქტის შესრულება. ეს არის საკვანძო საკითხი ქვეყნისთვის. არ დაკარგოთ მეტი დრო“, – აცხადებს ნაჩო სანჩეს ამორი, რომლის კომენტარსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.