“ამერიკის ისტორიაში არცერთი ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში რეიდი არ ჩატარებულა”- მაიკ პენსი
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ქვეყნის ექსპრეზიდენტ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლების მიერ ფლორიდაში, დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ამერიკის ისტორიაში არცერთი ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში რეიდი არ ჩატარებულა. ეს ძირს უთხრის მართლმსაჯულების სისტემისადმი მოსახლეობის ნდობას. გენერალურმა პროკურორმა ამერიკელ ხალხს სრულად უნდა ჩააბაროს ანგარიში, რატომ ჩატარდა ჩხრეკა და ეს მან დაუყონებლივ უნდა გააკეთოს“, – წერს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერში“.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პალმ ბიჩის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პალმ ბიჩზე მდებარე მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.