1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით”- ზელენსკი
“რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით”- ზელენსკი

“რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით”- ზელენსკი

525
0

უკრაინის პრეზიდენტი,  ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

„დღეს დიდი ყურადღება ეთმობა ყირიმის თემატიკას და ეს სწორია, რადგან ყირიმი უკრაინაა და ჩვენ არასდროს ვიტყვით მასზე უარს. არ დავივიწყებთ, რომ სწორედ ყირიმის ოკუპაციით დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვამატებთ ყირიმის გათავისუფლების ფორმულას სიახლეებს. ვიცი, რომ ჩვენ დავბრუნდებით უკრაინულ ყირიმში. რუსეთმა ყირიმი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლებოდა, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რეგიონად გადააქცია. რუსეთმა ყირიმში მოიტანა მასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები, ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმში ოკუპანტების ყოფნა საფრთხეს უქმნის ევროპას და მსოფლიოს.

„შეუძლებელია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ვიდრე ყირიმი ოკუპირებულია. არ იქნება სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბევრ ქვეყანაში, ვიდრე რუსეთი შეძლებს ჩვენი ნახევარკუნძულის სამხედრო ბაზად გამოყენებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.