„ალბანეთისნომრიანი მანქანებიდან ყიდდნენ უკრაინელები მათი სამშობლოს დასაცავად განკუთვნილ იარაღს“ – დავით ქართველიშვილი
პენტაგონმა რომ „აღმოაჩინა“, ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, თავისიანებს არ შეეხება. ხაშურის და სამტრედიის სადგურების დარდი მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მზად ვიყოთ…, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პენტაგონმა დაადგინა, რომ შარშან უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ნაწილი მოიპარეს.
ქართველიშვილის თქმით, ის ჯერ კიდევ შარშან წერდა ამის შესახებ, მაგრამ ამის გამო მას ანტიმედასვლური ნარატივების გავრცელებაში და რუსეთუმეობაში დასდეს ბრალი.
„როდესაც გასულ წელს, იარაღით ვაჭრისა და ქურდის, “გლობალური ომის პარტიის” გავლენის აგენტის, ოფშორ-თაღლითის, ოლიგარქ დავით კეზერაშვილისა და უკრაინის უმსხვილესი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია BGS Rail-ის “სუპერვაიზერი”, დირექტორთა საბჭოს წევრის კურტ ვოლკერის შეხვედრაზე ლონდონში, ვწერდი, რომ ძალიან შორს ნუ ეძებთ მეთქი, რა გზებითა და ვინ პარავს უკრაინას იარაღს, ეგო “აგრესიული” და “ანტიდასავლური” რიტორიკა არისო…
კი ბატონო, შეგიძლიათ ხაშურის საკვანძო სარკინიგზო სადგურს დაუწესოთ სანქციები (მათ ხომ “უეჭველი” უნდა სცოდნოდათ დეტალები) – აბა საკუთარ “სუკინ სინებს” ხომ არ მოაჭრით თავებს. ვიდეოკლიპებსაც გიგდებდით შარშან კონკრეტული ალბანეთისნომრიანი მანქანებიდან როგორ ყიდიან უკრაინელები მათი სამშობლოს დასაცავად განკუთვნილ იარაღს, მაგრამ რად გინდა. მინიშნებასაც გაძლევდით კონკრეტული სახელისა და გვარის მითითებით, რომ ეს ტიპი არის კეზერაშვილის ბიზნეს-პარტნიორი ევროპელი პენსიონერების ძარცვის საქმეში და სრულიად “შემთხვევით”, ამავდროულად არის ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, მაგრამ თქვენ ხომ “პენტაგონი” ხართ, ისედაც “იცით” ყველაფერი.
პენტაგონმა რომ “აღმოაჩინა”, ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, თავისიანებს არ შეეხება. ხაშურის და სამტრედიის სადგურების დარდი მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მზად ვიყოთ..” – წერს ქართველიშვილი.