1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ახალ წელს თუ ქუჩაში დგომა ურჩევნიათ, ნაძვის ხესთან დგომას, იდგნენ”- ბექა დავითულიანი
“ახალ წელს თუ ქუჩაში დგომა ურჩევნიათ, ნაძვის ხესთან დგომას, იდგნენ”- ბექა დავითულიანი

“ახალ წელს თუ ქუჩაში დგომა ურჩევნიათ, ნაძვის ხესთან დგომას, იდგნენ”- ბექა დავითულიანი

210
0

რა არის საჭირო ერთი მსჯავრდებული პატიმრის პირობების შესაქმნელად, ამას გადაწყვეტს სასამართლო – მე არც გადავწყვეტ და არც მაინტერესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიციის მუქარას, რომ რადიკალიზმში გადავლენ – როდის არ იყვნენ რადიკალიზმში? გზაც დამილოცნია, აკეთონ, რაც სურთ. ამდენი წელია ამას აკეთებენ და ვერაფერი მიიღეს, კიდევ 2 თვეც ავიტანთ – ახალ წელს თუ ქუჩაში დგომა ურჩევნიათ, ნაძვის ხესთან დგომას, იდგნენ“, – აღნიშნა დავითულიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძის ხელმძღვანელობით, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.