1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

218
0

14 დეკემბერს ქუთაისში +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ღრუბლიანი დღეა ნავარაუდები, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +6 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ღრუბლიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +10, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +10 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი.

გუდაურში დღისით +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +6, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.