1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

180
0

თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი კოტეჯის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული და ღამეს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ოთახში ათევდნენ.

„ორივე დაღუპული ხაშურიდან იყო. აგვისტოდან მშენებლობაზე მუშაობდნენ. ღამით ელექტროღუმელს რთავდნენ და ისე თბებოდნენ“, – აცხადებს ობიექტზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.