1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს რვა გვამი, თუმცა მალე დადასტურდა, რომ ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, მე-19 საუკუნის ნეშტები იყო -ლედი აფრასიძე
 ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს რვა გვამი, თუმცა მალე დადასტურდა, რომ ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, მე-19 საუკუნის ნეშტები იყო -ლედი აფრასიძე

 ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს რვა გვამი, თუმცა მალე დადასტურდა, რომ ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, მე-19 საუკუნის ნეშტები იყო -ლედი აფრასიძე

1.13K
0

ჩვენი სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იყო მე-19 საუკუნის საგვარეულო სასაფლაო, რომელიც გათხარეს, იქიდან აიღეს ძვლების ფრაგმენტები და წაიღეს ექსპერტიზაზე, – ამის შესახებ სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა, ლედი აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ლედი აფრასიძის თქმით, ძვლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის პარალელურად, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აფრასიძეების ოჯახში იპოვეს გვამები, რომლებიც იმ პერიოდში გატაცებულ ადამიანებს ეკუთვნოდათ.

„პარალელურად, როდესაც ეს ხდებოდა, ბრიფინგი ჩაატარეს ზურაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა და საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს რვა გვამი, რომელიც ეკუთვნოდათ იმ პერიოდში გატაცებულ ადამიანებს. ძალიან მალე დადასტურდა, რომ ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, მე-19 საუკუნის ნეშტები იყო“, – აღნიშნა ლედი აფრასიძემ.