მიწისძვრის შედეგად თურქეთში 24 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი – 3 500-ზე მეტი
177
0
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 24 617 ადამიანი, სირიაში კი – 3 575, მათ შორის 2 167 ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაშავებულია ათობით ათასი ადამიანი.
ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 2 356 აფთერშოკი დაფიქსირდა.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.