“არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს-ვერავინ აიძულებს მას, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”-კობახიძე
საზოგადოება უკვე ფართოდ არის ინფორმირებული, რახდება „კრედიტ სუისში“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანხებთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ყაჩაღობაა, რასაც ვაკვირდებით ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია პრაქტიკულად გაცამტვერებულია და ამაზე საერთაშორისი მედია ფართოდ საუბრობს, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე CS Victims-ის სტატიას.
კობახიძის თქმით, მოტივი ცალსახად პოლიტიკურია და არის მინიშნება, რომ ვიღაცებს სურთ, აიძულონ ივანიშვილი, დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, რადგან ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ აიძულებს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
„საზოგადოება უკვე ფართოდ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რახდება „კრედიტ სუისში“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანხებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, გაუგონარი პროცესები წარმოებს, რაც დაკავშირებულია თანხების მიტაცებასთან. ჩვეულებრივი ყაჩაღობაა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია პრაქტიკულად გაცამტვერებულია და ამის თაობაზე საერთაშორისი მედია ფართოდ საუბრობს. აქ მთავარია, რა არის მოტივი. მოტივი ცალსახად არის პოლიტიკურია, რაზე მინიშნებებიც უკვე ჰქონდა თავად „კრედიტ სიუსს“, რომელმაც მიუთითა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ამ თანხების დაკავებასთან კავშირში და თავად ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ, თავის წერილში გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ ყველაფრის თავი და თავი არის პოლიტიკური შანტაჟი. ბუნებრივია, ჩვენ ვხვდებით დაახლოებით, ზუსტადაც, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მინიშნება არის, რომ ვიღაცებს სურთ, აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ იცნობენ ისინი ბიძინა ივანიშვილს, ვერავინ აიძულებს მას, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.