“მაღაზიის საკვები რა უბედურებაა, ამოდენა ქონება აქვს ოჯახს და თანაპარტიელებს მისი წყალობით?!”- ამირან სალუქვაძე
312
0
“მაღაზიის საკვები რა უბედურებაა, ამოდენა ქონება აქვს ოჯახს და თანაპარტიელებს მისი წყალობით?! ერთი რესტორანი ან ოჯახური სამზარეულო მაინც დაუქირავეთ?! თუმცა, ამოცანა წონის დაგდებაა.”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, “კლინიკა “ვივა მედის” დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას , იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან საკვების საკმარისი რაოდენობა არ მიაქვთ: “ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ”
“ვივა მედის განცხადებით სააკაშვილისთვის ოჯახს მიაქვს მაღაზიის საკვები, რომლის კალორიულიბა 600-700 კკალ-ს შეადგენს.
ვისაც წონის დაგდების გამო დიეტაზე ოდნავ წარმოდგენა აქვს, იცის რამდენი კალორიის ზემოთ მოიმატებს ადამიანი წონას,
რამდენით შეინარჩუნებს და რამდენის ქვემოთ დაიკლებს. 600-700 კკალ არათუ წონის დაკლებაა, არამედ არასრულყოფილი კვება.
მაღაზიის საკვები რა უბედურებაა, ამოდენა ქონება აქვს ოჯახს და თანაპარტიელებს მისი წყალობით?! ერთი რესტორანი ან ოჯახური სამზარეულო მაინც დაუქირავეთ?! თუმცა, ამოცანა წონის დაგდებაა.
ციხის საჭმელს არ შეჭამსო, ოჯახმა თქვა, თავისი კი არ მიაქვთ. უფრო სწორად, მიაქვთ, მაგრამ ისეთი და იმდენი რომ წონაში დაიკლოს. ე.ი. დედა მართავს პროცესს და დედას ჰყავს მძევლად.
წონის დასაგდები ზომიერი დიეტის ფარგლებში, უპრობლემოდ იკლებს ადამიანი დღეში 300-400 გრამს.
კიდევ ერთი. ვიღაც ფსიქოლოგმა, 10 სიტყვა ვუთხარი და მხოლოდ სიყვარული დაახსოვრდაო. ჰკითხოს ქონების ჩამინათვალი ახსოვს თუ არა? აგერ, ბავშვს, ყველასათვის უცნობი ბინა აჩუქა, ხომ ახსოვდა? თუ მეხსიერების პრობლემები აქვს, შეიძლება ქონების გაჩუქება ნოტარიული წესით კანონიერად ჩაითვალოს?”-წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.