1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით”-აკია ბარბაქაძე
“ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით”-აკია ბარბაქაძე

“ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით”-აკია ბარბაქაძე

2.20K
0

ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციისკენ მოუწოდეს.

 

ბარბაქაძის თქმით, საქართველოში მოხდება კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლება და მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს.

„ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით. ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, ვაიძულებთ კოლაბორაციონისტებს უკან დახევას, ვაიძულებთ, უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით. ჩვენ ვიქნებით ხალხთან ხალხის ინტერესების დასაცავად, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ.