არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! – სალომე ზურაბიშვილი
“არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
პრეზიდენტის განცხადებით, იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, მისთვის მთავრობისა და მმართველი პარტიის პოზიცია, გაუგებარია.
მისივე თქმით, ვერ გაიზიარებს არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ იმ პოზიციის გასამყარებლად, რომ თითქოს ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოვიდა ინიციატივით, აღდგეს ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლავროვის ეს ინიციატივა კარგია, რადგან საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ მგზავრობის პრობლემა მოეხსნებათ.