1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გამოჩნდა ცნობილი შემადგენლობა და ჩვეულ სტილში დაიწყეს ტრაგედიაზე სამარცხვინოდ პოლიტიკური ქულების დაწერა”-ზაალ ანჯაფარიძე
“გამოჩნდა ცნობილი შემადგენლობა და ჩვეულ სტილში დაიწყეს ტრაგედიაზე სამარცხვინოდ პოლიტიკური ქულების დაწერა”-ზაალ ანჯაფარიძე

“გამოჩნდა ცნობილი შემადგენლობა და ჩვეულ სტილში დაიწყეს ტრაგედიაზე სამარცხვინოდ პოლიტიკური ქულების დაწერა”-ზაალ ანჯაფარიძე

715
0

მოვიდა ჩვენთანაც ის მოვლენა, რაც ძლიერი, განვითარებული, დაპურებულ-დალხინებული დასავლური სამყაროს ცხოვრების ნაწილია, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას

ანჯაფარიძე უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნავს, ეს დევიანტური ქცევა, რომელმაც ასეთი ტრაგედია დაატრიალა, უკვე ჩვენც გვეწვია.

„აჰა, მოვიდა ჩვენთანაც ის მოვლენა, რაც ძლიერი, განვითარებული, დაპურებულ-დალხინებული დასავლური სამყაროს ცხოვრების ნაწილია. რამდენჯერ დაგვიწერია, რომ ევროპაში თუ ამერიკაში შეიარაღებულმა მავანმა ამდენი და ამდენი მოკლა და ახლა ეს დევიანტური ქცევა, რომელმაც ასეთი ტრაგედია დაატრიალა, უკვე ჩვენც გვეწვია.

და როგორც ადრე, დაბარებულივით, კუბოს გვირგვინივით გამოჩნდა ცნობილი შემადგენლობა და ჩვეულ სტილში დაიწყეს ტრაგედიაზე სამარცხვინოდ პოლიტიკური ქულების დაწერა.

გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა დაადგინოს ყველაფერი და განსაკუთრებით ის, რომ უკვე პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სამსახურიდან წასულ სპეცრაზმელებს იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩნდებათ-ხოლმე.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს!“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი  გარდაიცვალა  5 დაშავდა.

19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.  გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი – შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროში 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.

საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.