“ამბობენ სპეციალურად თამაშობსო, მაგრამ, შეგვიკლა ხელში, აღარ შეგვიძლია”-ექთანი
თქვენ გაიხარეთ შვილო, იქნებ დროზე მოაშორონ ეს გიჟი აქაურობას, თქვენი ინფორმაცია რომ წავიკითხე სააკაშვილის საპყრობილეში გადაყვანის შესახებ- გამეხარდა. მედიცინის მუშაკი ვარ, მესმის ყველა პაციენტი ერთია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ მისი საქციელი ნორმალური, შერაცხადი ადამიანისას არ ჰგავს, მისი ადგილი ხონის ფსიქიატრიულ დისპანსერშია, ამბობენ სპეციალურად თამაშობსო, მაგრამ, შეგვიკლა ხელში, აღარ შეგვიძლია, -ასე დაიწყო საუბარი “თბილისი 24” -თან მსჯავრდებულ სააკაშვილის ერთ-ერთმა მომვლელმა ექთანმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
“ის ნივთების სროლა, რაც საზოგადოებამ იხილა არაფერია, ხან თათბირებს ატარებს, ხან იცვამს და სამიტებზე გაშვებას ითხოვს, მაგრამ ყველაზე აუტანელი შვილო, დამიჯერებთ, ჯერ პატარა ბავშვივით განზრახ საწოლში შარდავს, შემდეგ საკუთარ ფეკალიებს ამრგვალებს და გვესვრის, კალათბურთს ვთამაშობო… ორმა მედდამ უარი განაცხადა ამ მონსტრთან შესვლაზე, ვიცი , რომ მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ? ქალბატონ ნინოს უაღრეს პატივს რომ არ ვცემდე, მეც განცხადებას დავწერდი და ერთი წუთით არ ვიმუშავებდი იქ. ” – ყვება აღშფოთებული ექთანი.