1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას”- პუტინმა უკრაინის საკითხზე დიალოგის პირობა დაასახელა
“კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას”-  პუტინმა უკრაინის საკითხზე დიალოგის პირობა დაასახელა

“კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას”- პუტინმა უკრაინის საკითხზე დიალოგის პირობა დაასახელა

337
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინის საკითხზე დიალოგისთვის, თუმცა კიევმა უნდა გაითვალისწინოს „ახალი ტერიტორიული რეალობა“.

კრემლში აღნიშნეს, რომ პუტინმა და ერდოღანმა განიხილეს სტამბოლის შეთანხმებები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისა და რუსეთიდან საკვებისა და სასუქის მიწოდების შესახებ.

„ხაზგასმით აღინიშნა კეთილსინდისიერი ყოვლისმომცველი მიდგომის აუცილებლობა, რომელიც ითვალისწინებს ყველა ბარიერის მოხსნას რუსეთიდან ექსპორტისთვის“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უკრაინაში ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს სირიაში მიმდინარე მოვლენები და ენერგეტიკული საკითხები.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთში ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნის აუცილებლობას და განაცხადა, რომ ამისთვის საგზაო რუკის შემუშავებაა საჭირო.