“ჩვენს თავს, ქართულ საზოგადოებას, ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს“ – ნიკა გვარამია
პატიმრობაში მყოფი, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ციხიდან სარკაზმულ საახალწლო მილოცვას ავრცელებს.
მართალია, ასტროლოგიისა და სხვა ფსევდომეცნიერებების არ მჯერა, მაგრამ სიმბოლოებს მაინც გამოვიყენებ.
ჩინური კალენდრით 2023 წელი კატა-კურდღლის წელი ყოფილა. ეს მითური ცხოველია, რეალობაში კი ან კატაა, ან კურდღელი. ერთად არ გამოდის.
ჩვენს თავს, ქართულ საზოგადოებას, ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს – ბოლოს და ბოლოს კატა მცირე ლომია და თან 9 სიცოცხლე აქვს. კურდღლობას არ ვუსურვებ – თავზე ხელს კი გადაუსვამენ ხოლმე, მაგრამ, მხოლოდ ჭამისთვის დაბადებულს, ბოლოს (მოკლე ვადაში) აუცილებლად დაკლავენ და შეჭამენ.
აქვე, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და თავისუფლებას.
‘
თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან” – წერს ნიკა გვარამია.