1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ასე გაგრძელება შეუძლებელია!!!” – კოტე კემულარია
“ასე გაგრძელება შეუძლებელია!!!” – კოტე კემულარია

“ასე გაგრძელება შეუძლებელია!!!” – კოტე კემულარია

120
0

“ასე გაგრძელება შეუძლებელია!!!!” – წერს სოციალურ ქსელში,  იუსტიციის ყოფილი  მინისტრი კოტე კემულარია .

“რუსეთის პრეზიდენტის ბოლო მიმართვაში საქართველო არ იყო
 
ნახსენები, მაგრამ აშკარად იგულისხმებოდა.
 
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ “დასავლეთს ჩვენ არ ვუნდივართ და ჩვენც იმ ქვეყნებთან ვითანამშრომლებთ
ვისაც ჩვენთან ყოფნა აინტერესებსო”.
 
ფინანსებითაც დავეხმარებით, ენერგომატარებლებსაც მივაწვდითო და უსაფრთხოების საერთო სისტემაშიც ჩავრთავთო.
ვინც “ოდკბ”-ს წევრია, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ისინი უწყობენ მოსკოვს დემარშებს და ემიჯნებიან. საქართველო რატომ უნდა ჩაერთოს ამ უპერსპექტივო თამაშებში?
 
საქმე იმაში არის, რომ კრემლმა შეძლო თითქმის 100% -ით მიება საქართველო რუსეთიდან ენერგომატარებლების და ხორბლის მიწოდებაზე. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ დასავლური არჩევანის პირობებში, ამის ჩანაცვლება თბილისისთვის ძნელი იქნება.
 
რატომ გაიხადა ოცნების ხელისუფლებამ ეს “უკვანტავი საქმე, საკვანტავი”, ამაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ბიძინას შეუძლია. ჩვენ გაზს, ძალიან მომგებიანი პირობით, ბაქო გვაწვდიდა, ხორბლის მოწოდებაც დივერსიფიცირებული იყო და მთლიანად რუსეთზე მიბმის ეკონომიკური ან პოლიტიკური მიზნებით გამართლება შეუძლებელია. ეს მხოლოდ მოსკოვის ინტერესებში შედიოდა.
ევროპამ, გაიჭირვა და შეწყვიტა “პოლიტიკური” რუსული გაზის შესყიდვა.
 
თუ დასავლეთი გვინდა, უნდა მოვიქცეთ როგორც ევროპელები.
 
ეს ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია და არამარტო ბიძინასი.
 
ევროპარლამენტის მერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის “ჩალის ფასის” მინიჭება, საქართველოს პროდასავლური მესამე პრეზიდენტის დატყვევება და წამებაც, ამ “ოპერიდან” არის.
 
აბსოლუტურად შეუთავსებელია, “ოცნების” ელიტის მიერ, ევროპარლამენტარების დიდი უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აბუჩად აგდების ფონზე,ამტკიცებდე, ჩვენი მთავარი მიზანი, ევროპულ ოჯახთან გაერთიანება არისო. ასევე აბსურდია, ევროპელების თვალწინ აწამებდე პროდასავლურ მესამე პრეზიდენტს და იძახოდე, ჩვენ ევროპისკენ მივილტვითო.
ამ უსახურ ტყუილებზე უკვე ღიად ალაპარაკდა მთელი ევროპარლამენტი და მიღებულ გადაწყვეტილებაშიც ჩაწერეს.
ასე გაგრძელება შეუძლებელია!!!!
 
ან ავიმაღლებთ ხალხი ხმას და ვაჩვენებთ სამყაროს, რომ დავითის და თამარის შთამომავლები ვართ, ჩვენი ადგილი გვეკუთვნის ცივილიზებულ დასავლეთში, ან ვრჩებით რუსულ-ბელორუსულ “დიად კავშირში”, სადაც, ჩვენი წაყრუებით და ოცნების ძალისხმევით, ფაქტიურად უკვე ვართ მოკალათებულები. – წერს კოტე კემულარია.